ბიზნესმენი თოშა ქებურია მეუღლესთან ერთად ნიუ-იორკში მოგზაურობს. ფოტოები ქეთი ჟღენტმა Instagram-ზე გამოაქვეყნა.
ცნობისთვის, თორნიკე, იგივე თოშა ქებურია საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. ის მილიონერ ბუბა ქებურიას შვილია და თავადაც წარმატებული ბიზნესმენია. თოშამ ქეთიზე 2017 წელს იქორწინა. მან მომავალ მეუღლეს ხელი საფრანგეთში, კანის სანაპიროზე სთხოვა, მათი გრანდიოზული ქორწილის შესახებ კი მედია დიდი ხნის განმავლობაში წერდა. წყვილს სამი შვილი, კატერინა, ბუბა და ლიანა ჰყავს.