თამარ ბაჩალიაშვილის ერთ-ერთი ბოლო ფრაზა, რომელიც მან ფურცელზე დაწერა არის: “პირადად მე, უძლური ვარ მის წინაშე” – აქვე წერია ციფრი – “15.”
ფოტოს presa.ge-ს რედაქტორი აქვეყნებს. გიორგი კაპანაძე წერს, რომ გამოძიებისთვის უცნობი ახალი ფაქტები მოიპოვეს 23 წლის ახალგაზრდა ქალის საქმიდან, რომელთაგან ამ ეტაპზე მხოლოდ ერთს ასაჯაროებს.
ვის წინაშე ან რატომ იყო კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი უძლური? რა ინფორმაცია ჩაუვარდა მას ხელში?
კომენტარებში გიორგის ეკითხებიან, ნამდვილად ბაჩალიაშვილის ნაწერია, თუ არა, რაზეც პასუხობს, – “მისი ნაწერია, ნაპოვნია სახლში, მის ნივთებში.”
კომენტარებში ხალხის ყურადღება მიიქცია გამოყოფილმა პ-ასომ და წერენ:
“ასო პ გამოყოფილია ტირეთი. ეს ასო ანბანის მე-15 ასოა. იქნებ ეს არის გასაღები.”