რა უნდა ვიცოდეთ ამ დღის შესახებ და რა დავალებას გვაძლევს პატრიარქი
სახელი ნიკოლოზი ნიშნავს – გამარჯვებულს. წმინდა ნიკოლოზი არის ჩვენი ეკლესიისა და ერის მფარველი.
იგი არის მსწრაფლ შემწე ყოველი გაჭირვებული ადამიანისა, როგორც ჩვენმა უწმინდესმა ბრძანა, არ არსებობს თხოვნა, რომელიც არ ისმინის წმინდა ნიკოლზმა და პატრიარქი გვირჩევს, რომ ხშირად მივმართოთ წმინდა ნიკოლოზს.
“როცა გაგიჭირდებათ, სთხოვეთ წმინდა ნიკოლოზს. წმინდა ნიკოლოზი უარს არ გეტყვის, ახლაც, ამ რთულ დროს, გვინდა, ვთხოვო წმინდა ნიკოლოზს, რომ მოიღოს მოწყალება და შეიწყალოს საქართველო და მთელი მსოფლიო.. ”
უამრავი მაგალითი არსებობს, რომ წმინდა ნიკოლოზი არაერთხელ დაეხმარა ხალხს სერიოზული დაავადების განკურნებაში, ოჯახური ბედნიერების მოპოვებასა და კეთილდღეობაში. სწორედ ამიტომ, ცხოვრებისეული სირთულის დროს შუამავლობას რწმენით და იმედით ვევედრებით.
ამ დღეს უნდა ვეცადოთ გავიღოთ მოწყალება, როგორც შეგვიძლია, დავანთოთ ერთი სანთელი მის სახელზე, დავესწროთ წირვას. გვწამდეს, რომ წმინდა ნიკოლოზი აუცილებლად შეგვეწევა და ასწილად მოგვიგებს სიკეთით
