მომღერალმა თიკა ჯამბურიამ შვილთან ერთად ულამაზესი საახალწლო ფოტოსესია მოაწყო. კადრები სოციალურ ქსელში კი anna_spacestudio-მ გამოაქვეყნა.

თიკა წლების წინ ბიზნესმენ ბექა ხოფერიაზე იყო დაქორწინებული, მათ ერთი ქალიშვილი, ნინა ხოფერია შეეძინათ. ახალი ფოტოების ქვემოთ აღნიშნავენ, რომ ნინა ძალიან ჰგავს დედას: “დედის ასლია”, “ულამაზესი დედა-შვილი”, “ბრწყინავთ”.
