ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია სოციალურ ქსელის, “ფეისბუქის” საშუალებით ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც “მეტრონომი” უცვლელად გთავაზობთ:
” ლელა კაკულია: ხომ ვურჩევდი, ნუ შეეხებით იმას, რაც არ გესმით-მეთქი? არ დამიჯერეს და თვითონვე აქვთ სანანებელი, თორემ მე ვერაფერი დამიშავეს და ვერც დამიშავებენ!
ინტერვიუ არქივიდან
გაზეთი „ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია“,
2009 წლის დეკემბერი, №40

„ვიცი, რომ ჩემი სიტყვები ამ კედლებს გასცდება. მეც ეს მინდა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია. არ არსებობს საკითხი, რომლის მოგვარებაც ჩვენ არ შეგვიძლია. ჰოდა, ევგენი პრიმაკოვმა მიხედოს ამას“.
საქართველოში პუტინის სიტყვები ძალიან ბევრმა ისე აღიქვა, თითქოს პრემიერი მზადაა, დააბრუნოს ჩვენი მიტაცებული ტერიტორიები.
ქალბატონო ლელა, თქვენ დიდი ხანია ამბობთ, რომ დადგება დღე, როცა „რუსეთი იძულებული გახდება, საკუთარი ხელით დაგვიბრუნოს აფხაზეთი და სამაჩაბლო“. მაგრამ არის კი პუტინის სიტყვები რეალურად იმის მანიშნებელი, რომ რუსეთი უკვე მზადაა ამ ნაბიჯის გადასადგმელად, თუ მათში ისევ მზაკვრული აზრი იფარება?

რა შუაშია პრიმაკოვი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან? პუტინის ერთი ბრძანებაა საკმარისი იმისთვის, რომ რუსული ჯარი გავიდეს ჩვენი ქვეყნიდან. პრიმაკოვმა რას უნდა მიხედოს? ნუ წამოვეგებით პუტინის ამ ანკესზე. თუ კიდევ იქნება რამე წვეულება, იქაც გაიმეორებენ მსგავსი შინაარსის ფრაზებს, ოღონდ სხვა სიტყვებით.


ახლაღა ხვდებიან რუსები, რომ მათი ანალიზი იყო არასწორი. მათ საკუთარი თავი მოაქციეს მსოფლიო პოლიტიზოლაციაში. ამიტომ იწყებენ გზების ძებნას, ისე დათმონ აფხაზეთი და სამაჩაბლო, რომ წაგებულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდნენ მსოფლიოს თვალში, ანუ ზესახელმწიფოს იმიჯი არ შეელახოთ.




დიახ, უნდა გააკეთოს სახელმწიფოს მეთაურმა ასეთი განცხადება, როცა მის ქვეყანას აგრესიული და დაუნდობელი სახელმწიფო ეწინააღმდეგება — რუსეთი მყავს მხედველობაში. დიახ, როცა ასეთი დილემის წინაშე დგები, ხმამაღლა უნდა იყვირო, რომ საკუთარი სამშობლოსთვის სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლებ. ზურგს კი ალიევს, ანუ აზერბაიჯანს, მუსლიმური სამყაროს დიდი ნაწილი უმაგრებს. ხომ არ გავიწყდებათ, რომ აზერბაიჯანელები მუსლიმები არიან?
საქართველოს თაობაზე ნათქვამი სიტყვები: „ აფხაზეთში შევალთ ომით, დავარქმევთ მშვიდობას“, აზერბაიჯანის სიტუაციასაც ერგება, ანუ აზერბაიჯანი დაიბრუნებს ყარაბაღს.


სომხეთი ყველაფერზეა წამსვლელი, ოღონდ შეინარჩუნოს ყარაბაღი; იმაზეც კი, რომ აღიაროს მისი დამოუკიდებლობა. სხვათა შორის, ერევანს ეს იდეა, რომ ყარაბაღის დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარებით ივაჭროს, რუსეთმა მიაწოდა.


ისე, სომხეთის საპატრიარქოს იურისდიქციის გავრცელებას რომ ითხოვენ ამ შუაგულ თბილისში, ურიგო არ იქნება, სომხებს თუ შევახსენებთ, რომ თბილისი ერევანი არ არის!!!

საბოლოოდ, რა ბედი ელის ურანს, ანუ მიიღებს თუ არ მას თურქეთი და საერთოდ, ხომ არ თმობს ამერიკა ამ საკითხში პოზიციებს?

აი მერე მიხვდებით, რატომ ჩაიწერა ის წინასწარმეტყველებები, რომლებსაც დიდი ეჭვით უყურებდა ზოგიერთი. მაგალითად: თურქეთის მფლობელობაში გადასული მიწების საქართველოსთვის დაბრუნება; ამერიკის მიერ თურქეთისთვის ბოსფორის სრუტის გასაღების ართმევა, ამერიკული სამხედრო გემებისა და წყალქვეშა ნავების შემოსვლა შავ ზღვაზე — საქართველოს წყლებში, ფოთის თავისუფალ ზონად გადაქცევა და ასე შემდეგ. მერე თქვენც დაინახავთ იმას, რასაც მე დიდი ხანია ვხედავ: რუსების ბოღმისგან გაშავებულ სახეებს…


ეს იმას ჰგავს, ადამიანმა მიწა შეიძინოს სახლის ასაშენებლად და როცა დასჭირდება, მაშინ რომ დაიწყოს მშენებლობა.


<…>
სხვათა შორის, რუსები ჩემს წინასწარმეტყველებებს დიდი ხანია, ყურადღებით კითხულობენ და სწავლობენ…



მოკლედ, ეს იურა ამბობს, თუ სკოლებში ამიერიდან მეგრულად არ დაიწყება სწავლება და ზუგდიდში მეგრული ტელე-რადიომაუწყებლობა არ დაფუძნდება, შესაძლოა სამეგრელო საქართველოს გამოეყოს და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ დაიწყოს არსებობაო.
შეიძლება ამ ნაბოდვარისთვის ყურადღება არც მიმექცია, თქვენი, 1995 წლის 15 მარტით დათარიღებული ერთი ჩანაწერი რომ არ გამხსენებოდა, სადაც სახელწოდება „კოლხეთსაც“ ახსენებთ, სამეგრელოში სიტუაციის დაძაბვაზეც საუბრობთ და ასეთ რამეს ამბობთ: „ვხედავ, მიდის ფსიქოლოგიური თამაში ხალხზე, მაგრამ ხალხი არ აჰყვება მორიგ ავანტიურას. სამეგრელოს სახელმწიფო? ეს ზღაპარია! საქართველო კოლხეთიდან იწყება და მთავრდება კახი-ნუხი-საინგილოთი…“
ვინ არის და რა უნდა, ქალბატონო ლელა, ამ კაცს? ეს მარტოხელა გიჟია თუ რაიმე მტრული ორგანიზაცია დგას მის უკან და სერიოზულ ავანტიურასთან გვაქვს საქმე?

პირველი ქართველები მეგრელები ვართ! საქართველო კოლხეთიდან, ანუ სამეგრელოდან იწყება და არ გაბედოს მაგ ღვინჯილიამ, თავში გაივლოს ქვეყნის დაყოფა.
ახლა პირდაპირ ვეუბნები მას: თუ საზოგადოების ყურადღების მიქცევა გინდა, რაიმე გმირობა ჩაიდინე, რუსებს მოსთხოვე, რაც ჩვენი მართებთ და რაც დასაბრუნებელი აქვთ, ადექი და ენგურზე ჩამწკრივებული რუსული ტანკებიდან რომელიმეს შეუვარდი და ააფეთქე. სამშობლოს სიყვარულში მაინც ჩაგეთვლება. და საერთოდ, სჯობს, იმკურნალო.


ჰოდა, დადგა ეს მომენტი: არაფერი სერიოზული და მნიშვნელოვნი ქვეყანაში, მის შიდაპოლიტიკაში არ ხდება. აი ამას ნიშნავდა ჩემი სიტყვები, სხვას კი არაფერს. რა უნდა ვთქვა, როცა ამ თემაზე ინფორმაცია არ მოდის? ჩემით ხომ არ მოვიგონებ რამეს, ან წარსულში ათასჯერ ნათქვამს ხომ არ გავიმეორებ მუდმივად? წინასწარმეტყველება წინ მიდის და მეც ზუსტად იმას ვიმეორებ, რასაც მანახებენ და მეუბნებიან. თუ ვინმეს აინტერესებს, რა მოხდება საქართველოს ახლო მომავალში, გაზეთის წინა ნომრები გადაიკითხოს და პასუხსაც იხილავს.
დარწმუნებულები ბრძანდებოდნენ ყველანი, რომ ჩემი ნათქვამი თითოეული სიტყვა პირწმინდად ასრულდება.

— ჰო, მართლა, სად დაიკარგნენ ჩემი „მეგობარი“ პოლიტოლოგ-ჟურნალისტები? ძალიან მაგრად ხომ არ მოხვდათ ცხვირში? აკი ძალიან მაგრები და ჭკვიანები იყვნენ, რატომ ჩაიძირნენ ასე ერთმანეთის მიყოლებით?
ხომ ვურჩევდი, ნუ შეეხებით იმას, რაც არ გესმით, თქვენვე გავნებთ-მეთქი ეს. არ დამიჯერეს და თვითონვე აქვთ სანანებელი, თორემ მე ვერაფერი დამიშავეს და ვერც დამიშავებენ.
ეს იქით იყოს, მთავარი რჩევა მინდა მივცე საქართველოს მთავრობას: არცერთი წამით არ შეწყვიტოთ ქართული არმიის შეიარღება და მოძლიერება! ჯარი ისე უნდა მომზადდეს, რომ საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივ გადავიდეს შეტევაზე. აუცილებლად უნდა გვქონდეს საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო შეიარაღება, ანუ შეიარაღებული ძალების ყველა კომპონენტი.
იცოდეთ, ქართული არმია უფრო ძლიერი იქნება, ბევრი ქვეყნის არმიაზე ძლიერი. ამას დაერთვება, ერთი მხრივ, პარტიზანული მოძრაობის გააქტიურება, მეორე მხრივ, ჩრდილოეთ კავკასიის აალება და მერე ჩვენ დავსხდეთ და ვუყუროთ სანახაობას.
ჩრდილოეთ კვკასიის ქვეყნებმა თავად უნდა მიხედონ საკუთარ საქმეებს, მათი პრობლემების გადაწყვეტა ჩვენი საქმე არ არის. აფხაზეთში ხომ დარბოდნენ და ქართველებს თავებს აჭრიდნენ, ახლა საკუთარ თავებზე იწვნიონ ყველაფერი.
ევროპასთან და ამერიკასთან უნდა ვითანამშრომლოთ, როგორც ცივილურმა სახელმწიფომ, მაგრამ ისე კი, რომ არავინ გაბედოს, შეეხოს ქართულ კულტურას, ენას, სახელმწიფოებრიობას. სხვა ერებისადმი ტოლერანტობა ევროპამ და ამერიკამ საკუთარ სახლმწიფოებში გამოიჩინონ. ჩვენ კი ის უნდა ვაკეთოთ, რაც ჩვენს ქვეყნას სჭირდება; ანუ, ევროსაბჭოს თუ ევროკავშირს დავეთანხმოთ რაღაც შემოთავაზებებზე, მაგრამ ვეცადოთ, ხელი არ მოვაწეროთ იმას, რაც ქვეყანას არ სჭირდება – მაგალითად, უცხოტომელების საქართველოში დაფუძნება, რომლებიც უნდა წავიდნენ აქედან,” – წერს ლელა კაკულია