გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის და, ანი შაქარაშვილი 19 წლის ფეხბურთელის ჯგუფურად მკვლელობის ფაქტზე ხუთი პირის მიმართ ბრალის დამძიმებას გამოეხმაურა.
„ხუთი არაადამიანი, ხუთი ცოცხლად მოსიარულე გვამი, ხუთი მკვლელი“ – წერს შაქარაშვილის და.
19 წლის ფეხბურთელის საქმეზე ბრალი დაუმძიმდათ ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა გიორგი შაქარაშვილს გაქცევის შემდეგ არაგვის ნაპირთან სასტიკად სცემეს და გადააგდეს მდინარეში.
ცნობისათვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.
აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია 17 პირი, მათგან 6 არასრუწლოვანია. დაკავებულების ნაწილს გამოძიება ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და განზრახ ჯგუფურად მკვლელობას ედავება.
ყველა მათგან აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული