ოდესმე დაფიქრებულხართ, რამდენად მავნეა ესა თუ ის საშუალება, რომელსაც ყოველდღიურად იყენებთ? ზოგჯერ ყველაზე უბრალო ნივთსაც კი კიბოს გამოწვევა შეუძლია. გადახედეთ სტატიას და გათავისუფლდით ჯანმრთელობისთვის საშიში საყოფაცხოვრებო საშუალებებისგან.
ჰაერის გამწმენდი
ყველას სურს, რომ მის სახლში სასიამოვნო არომატი იდგეს და თითქმის ყველა საპირფარეშოში დევს ჰაერგამწმენდი აეროზოლი. უნდა გაგაფრთხილოთ, რომ მას თქვენს ჯანმრთელობაზე ნეგატიური ზემოქმედების მოხდენა შეუძლია – სულ მცირე, ასთმის გამოწვევა. თუ თქვენს საპირფარეშოში უსიამოვნო სუნი დგას, გამოხდილი ძმარი და ეთერზეთის რამდენიმე წვეთი (მაგალითად, პიტნა) გამოიყენეთ. ჩაასხით ისინი პულველიზატორიან ბოთლში და აფრქვიეთ სურვილისამებრ.
სანთლები
არომატული სანთლები შეიძლება კანცეროგენსა და ტოქსინებს შეიცავდეს. მთავარი მავნე ელემენტი ფითილია. მისი წვის შედეგად ისეთ “არომატს” შეისუნთქავთ, თითქოს დიდი ქალაქის გზაჯვარედინზე დგახართ და საცობში მდგარი მანქანების გამონაბოლქვს ყნოსავთ.
სააბაზანოს ფარდა
მასში შემავალი PVC მხოლოდ კანალიზაციის მილების დამზადებაში გამოიყენება. მაქსიმალურად გაფრთხილდით, როცა ბავშვისთვის სათამაშოებს ყიდულობთ, რათა მათშიც არ აღმოჩნდეს ეს მავნებელი PVC. სააბაზანოში კი გირჩევთ ან მინის კარი დაამაგროთ, ან ტრიკოტაჟის ფარდა ჩამოჰკიდოთ.
ხალიჩის საწმენდი საშუალება
ის ქიმიკატები, რომლებიც ლაქის ამოსაყვანადაა შექმნილი, ფილტვების კიბოს იწვევს. მათ ძირითად შემადგენლობაშია: პერქლორეტილენი ან ტეტრაქლორეტილენი. ორივე საშიშია ჯანმრთელობისთვის. კიდევ ერთი მავნე საშუალებაა ნაფტალინი. მას შეუძლია ყელისა და ფილტვების კიბოს წარმოქმნა. ლაქების მოსაცილებლად გამოიყენეთ უსაფრთხო ძმრისა და სოდის ნაერთი.
მშრალი საწმენდი საშუალებები
ისინიც შეიცავს პერქლორეტილენსა და ტეტრაქლორეტილენს. ამიტომ ნუ გამოიყენებთ მათ.
ცხოველების მოვლის საშუალება
ყველა ის საშუალება, რაც თქვენს ოთხფეხა მეგობარს რწყილებს აშორებს, საშიშია თქვენი ჯანმრთელობისთვის. ამიტომ უმჯობესია, შინაური ცხოველები სისუფთავეში გყავდეთ, ვიდრე ორგანიზმისთვის მავნე ნივთიერებების გამოყენება მოგიწიოთ.
ანტიბაქტერიული საშუალებები
არასდროს გამოიყენოთ ანტიბაქტერიული ეფექტის მქონე კოსმეტიკური პროდუქტები და საპონი. ისინი შეიძლება უკვე აკრძალული ნივთიერება ტრიკოლსანისგან იყოს დამზადებული.
თუ მიკრობების შიში გაქვთ, შეარჩიეთ ისეთი საშუალებები, რომლებიც ნატურალურ ინგრედიენტებს შეიცავს.
აგრეთვე, მაქსიმალური ყურადღება გმართებთ, როცა ახალ ჰიგიენურ საშუალებას ყიდულობთ.
წყარო: მარაო.ge