Wednesday, May 14, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“აღმოჩნდა ფარისებრის ავთვისებიანი სიმსივნე…” – რას ამბობს მერიკო კარტოზია

December 17, 2022
“აღმოჩნდა ფარისებრის ავთვისებიანი სიმსივნე…” – რას ამბობს მერიკო კარტოზია

ტელეწამყვანი მერიკო კარტოზია დედასთან დაკავშირებით სამწუხარო ინფორმაციას იხსენებს, “ერთხელ დედასთან ერთად მივედი და ქეთიმ დედას რომ შეხედა, რაღაც არ მოეწონა. გვირჩია, სკრინინგცენტრში გაევლო შემოწმება. წავედით და დედამ თავი გადაიმოწმა. აღმოაჩნდა კარცინომა – ფარისებრის ავთვისებიანი სიმსივნე”

“ეს ძალიან მოულოდნელად მოხდა. მე არაჩვეულებრივი პროფესიონალი, ქეთი მარისაშვილი მიკეთებს მასაჟს, რომელიც საუკეთესო სარელაქსაციო საშუალებასთან ერთად, ჯანმრთელობისთვისაც ძალიან სასარგებლოა. ერთხელ მასთან დედასთან ერთად მივედი და ქეთიმ დედას რომ შეხედა, რაღაც არ მოეწონა. გვირჩია, სკრინინგცენტრში გაევლო შემოწმება. წავედით და დედამ თავი გადაიმოწმა. აღმოაჩნდა კარცინომა – ფარისებრის ავთვისებიანი სიმსივნე. ვერ გეტყვით, ეს ჩვენთვის როგორი მეხის გავარდნა იყო. მსგავსს არაფერს ველოდით. ექიმმა პირდაპირ გვითხრა, რომ საქმე ავთვისებიან სიმსივნესთან გვქონდა.

მოდი, თავს ნუ მოვიტყუებთ, რაც შეიძლება მალე უნდა გაკეთდეს ოპერაციაო. მე და დედა ვიყავით ერთად. ეს იმდენად მოულოდენელი აღმოჩნდა, ძალიან გავნერვიულდი. როგორი მოსასმენია ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი. თუმცა, ღმერთის წყალობით, ეს სიმსივნე, მაინც შედარებით მარტივად სამართავი ყოფილა, მაგრამ მაშინ ხომ არაფერი ვიცოდი.

ძალიან დიდი შოკი მივიღე. მოვიმიზეზე, მირეკავენ-მეთქი და დედაჩემს რომ არ ენახა, გამოვედი და ვიტირე. დრო დამჭირდა, რომ თავი ხელში ამეყვანა და უკან შევსულიყავი. სანამ ოპერაცია გაკეთდა და პასუხები მივიღეთ, ძალიან დიდი ნერვიულობა გამოვიარეთ. სულ მინდოდა, მოვფერებოდი, გამემხნევებინა, თან ისე, რომ განცდები არ შემმჩნეოდა. ვცდილობდი, იუმორით გადამეტანა ყველაფერი, რომ მისთვის ძალიან მძიმე არ ყოფილიყო ეს პროცესი. ყველაფერი გავაკეთეთ, რაც საჭირო იყო და დედამ ძალიან მალე აღიდგინა ძალები. მთავარი იყო, დედა ყოფილიყო კარგად და არ დავეძებდი რემონტსა და კლინიკას შორის რომ უნდა გავჭრილიყავი. მგონია, რომ ამ დროს რაღაც ძალა გიცავს და გეხმარება. იმ დროს რაღაც განსაკუთრებული ძალა მომეცა.

რასაც მე მაშინ გავუძელი ყველანაირი თვალსაზრისით, სხვა დროს ვერ შევძლებდი. ხშირად მინდებოდა ტირილი, ძალიან განვიცდიდი, მაგრამ დედას რომ არ შეემჩნია, პირიქით, ვიღიმოდი, ვამხნევებდი და ჩვეულებრივად ვაგრძელებდი ცხოვრებას. საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ახლა სამი წლის განმავლობაში დედა მუდმივი კონტროლის ქვეშ უნდა იყოს, მაგრამ, რაც მთავარია, ყველაფერი ნორმაშია,” – ამბობს კარტოზია

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “იმედის” თანამშრომლის, შაკო ნათენაძის საქმეზე დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა – საქმის ახალი დეტალები
  • რა ეღირება დოლარი და ევრო ხვალ – ვალუტის კურსი
  • „არაბებს არაფერს ვერჩი, მაგრამ ქართველში როგორ უნდა გაცვალოთ?!“ – რას წერს მამუკა ხაზარაძე?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge