Friday, May 9, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ეს რა ღამე იყო… მონსტრთან მეძინა, რომელმაც დამინდო… იჯდა ეს საზარელი არსება და მძინარეს მაკვირდებოდა” – რა შეემთხვა ნათია ფანჯიკიძეს?

December 17, 2022
“თავს გაყოფ კედლიდან და… ისმის კივილი, როგორც ერთადერთი რეაქცია უმწეობისგან” – რას წერს ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში საინტერესო ისტორიას წერს რომელიც მას თავს გადახდა და აღნიშნავს რომ საშინელი ღამე ჰქონდა:

“ეს რა ღამე იყო…. მეძინა მონსტრთან, რომელმაც არ ვიცი როგორ დამინდო, რას ელოდებოდა რომ არ გადამყლაპა. არ ვხუმრობ. რამდენიმე დღის წინ ღამე შემაღვიძა უცნაურმა ხმამ, თითქოს ოთახში დარბის მხეცი, რომლის ამოცნობას ვერ ვახერხებ, არც თაგვია, არც კატა, არც ძროხა და მითუმეტეს არც ჟირაფი. დილას გაცხადდა მხეცის ვინაობა – რა ყოფილა და ფარდაზე ჩაბღაუჭებული უზარმაზარი, ჩემზე დიდი კალია, ოღონდ ფანჯარასა და ფარდას შორის, ფარდის უკან მოქცეული. ფარდა გრძელია და მისი გამოძრომის შანსი არარსებული.

ხოდა ეგდე, მეუთხარი, არ გამოგიშვებ მაგ ფარდიდან, იჯექი მანდ იმ ბრძენი და აბეზარი ჭრიჭინობელასავით, ბურატინოს რომ გაუხვრიტა ტვინი დიდაქტიკითმეთქი. ვცხოვრობდით ასე მე და კალია. აღარც ინძრეოდა, იჯდა, იჯდა, იჯდა, დროდადრო ადგილს მცირედ თუ მოინაცვლებდა. მეგონა პატიოსან გარიგებას დასჯერდებოდა, რომ სიცივისგან თავშემოფარებული გარეთ არ მოვისროლე, მიუხედავად იმისა, რომ ამაზე მეტი პატივი აღარ ვეცი. ნეტავ რას ჭამსმეთქი, კი გავიფიქრე, მაგრამ მერე სადისტმა გაიღვიძა ჩემში და აბა მშიერი რამდენ ხანს გაძლებსმეთქი, ვაკვირდებოდი. მაინტერესებდა, როგორია ჰიპოგლიკემიური შოკის მიზეზით გულწასული კალია. ხოდა, რა ხდება ამ დილას? ვახელ თვალს და ვერ ამიხსნია, როგორ მოახერხა გამოძრომა – ფარდის გარედან ზის ეს საზარელი არსება და მძინარეს მაკვირდება. აი ასე, გავახილე თვალები და შემომეფეთა მისი თვალები.

თვალი თვალში. მთლად ჩემს სახესთან ზის და მიყურებს. ჩვენს სახეებს შორის დისტანცია 40-50 სანტიმეტრი. ზურგი არ შემიქცევია, უკან უკან დავიხიე, ძალიან ფრთხილად ლოგინის მეორე მხრიდან გადმოვძვერი, ჩავსაფრდი, გვერდიდან მოვუარე და სქელი ფარდა უსწრაფესად გავაქანე მისკენ. ახლა ზის თხელ და სქელ ფარდებს შორის მოქცეული. მე კი აგერ თქვენთან ერთად, მეოთხე ჭიქა ყავას ვსვამ და თინას გაღვიძებას ველოდები სპეცოპერაციის დასაგეგმად. განაჩენი გამოტანილია. ჩემს მოთმინებასაც აქვს საზღვარი.” – წერს ფანჯიკიძე

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 🎥”ქართული ოცნების პირობებში ჩვენ არათუ ევროპას დავკარგავთ, არამედ ქართველი ერის სრული დეგრადაცია მოხდება”- გედევან ფოფხაძე
  • ვის გაეთიშება ხვალ დენი – იხილეთ მისამართები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა სამტრედიაში – ვრცელდება კადრები ადგილიდან

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge