მომღერალი ნუცა თოფურია პირად ცხოვრებაზე ალაპარაკდა და ამბობს:
“კონცერტამდე ვამბობდი, არავინ და არაფერი არ მინდა-მეთქი, მთლიანად კონცერტზე ვიყავი კონცენტრირებული და 26 ნოემბრის შემდეგ, შეიძლება პირად ცხოვრებაზე ვიფიქრო-მეთქი.
იცით, რა: ისეთი არაფერი ხდება აღნიშვნად რომ ღირდეს. ურთიერთობის დასაწყისია და ვნახოთ, როგორ განვითარდება. ჯერ ვერაფერს ვამბობ. თან მეგობრობაა, თან არ არის მეგობრობა. არა, რა მეგობრობა ეს არის, ახლა? მგონი, არ არის მეგობარი-მეთქი, თავს ვუტყდები. არ ვიცი, რა ჰქვია ამას. რაღაცნაირად ბედნიერი ვარ. რომ ხედავ და ბედნიერდები, ხომ იცით?!
მუსიკოსი არ არის. მე ვამბობ, რომ გვერდით ჩემი პროფესიის ადამიანი არ მინდა. მაგრამ რომ დაფიქრდე, შენი პროფესიის ადამიანი ყველაზე კარგად გაგიგებს, მით უფრო, ამ რეჟიმის დროს, ხან სად ვარ, ხან – სად. კარგი მსმენელი და მშვენიერი მელომანია.
თაყვანისმცემელი ყველას აბედნიერებს, მაგრამ მე ზედმეტ ყურადღებას, უცნაურად ვიღებ. მეუხერხულება და თავს შორს ვიჭერ. როდესაც ვიცი, რომ ტყუილ-უბრალოდ “ირჯება”, არ ვაძლევ გასაქანს. ასეთ დროს საჩუქარიც უკან დამიბრუნებია” , – ამბობს “პრაიმტაიმთან” მომღერალი.
