გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მეგობრის, დეა კაპანაძის დედა მისი შვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. კაპანაძის დედა დეზინფორმაციის გავრცელებაში „მთავარ არხს“ ადანაშაულებს.
„თბილისში არაა, ძალიან ცუდადაა, ყველაზე მეტად ვინც თამუნას მდგომარეობა გულთან ახლოს მიიტან ეს არის ჩემი შვილი. ტელეფონიც ჩამორთმეული აქვს და ინფორმაციასაც არ ვაწვდით, რაც თქვენ ეთერში გაუშვით. რამხელა ტყუილებს ავრცელებთ, პირად ცხოვრებაში ეჭრებით, ამაზე ყველა პასუხს აგებთ“ – თქვა კაპანაძის დედამ.
9 აგვისტოს, “მთავარი არხის” ეთერში ბაჩანა ლობჟანიძემ დეა კაპანაძის პირად ცხოვრებაზე ისაუბრა.
ცნობისთვის, ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში გარდაცვლილის “შეყვარებულს” სახელით გამოჩნდა, აცხადებს, რომ ახალგაზრდა პროგრამისტის გარდაცვალება მის სამსახურს უკავშირდება. მისი თქმით, კომპანია “ზეგ” მალავს რეალურ საქმიანობას.
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.