Saturday, May 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“სო­ფოს ბავ­შვი ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლია, მარ­თლა ძა­ლი­ან ჰგავს მი­შას, ვთვლი, რომ გო­გო­ნა ძმე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში უნდა გა­ი­ზარ­დოს” – რას ამბობს მიხეილ სააკაშვილის მამა შვილიშვილებსა და რძალზე

December 16, 2022
“სო­ფოს ბავ­შვი ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლია, მარ­თლა ძა­ლი­ან ჰგავს მი­შას, ვთვლი, რომ გო­გო­ნა ძმე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში უნდა გა­ი­ზარ­დოს” – რას ამბობს მიხეილ სააკაშვილის მამა შვილიშვილებსა და რძალზე

სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მა­მამ ნი­კო­ლოზ სა­ა­კაშ­ვილ­მა “ფე­ის­ბუ­კით“ მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას მთავ­რო­ბის კან­ცე­ლა­რი­ას­თან შეკ­რე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს.

“მიშა უნდა გა­დარ­ჩეს! ჩემი იქ მის­ვლით მეტ სო­ლი­და­რო­ბას ვუ­ცხა­დებ, შვილს მე­ტად ვუ­ახ­ლოვ­დე­ბი, მაგ­რამ მი­შამ ისიც იცის, რომ არ შე­მიძ­ლია სი­ა­რუ­ლი, ძა­ლი­ან მი­ჭირს. არ ვიცი, ვინ მივა და ვინ – არა, ეს 20 ნო­ემ­ბერს გა­მოჩ­ნდე­ბა. ეს უნდა იყოს ხმა­უ­რი­ა­ნი გა­მოს­ვლე­ბი პო­ლი­ტი­კის გა­რე­შე, უნდა მოხ­დეს პო­ლი­ტი­კის­გან სრუ­ლი დის­ტან­ცი­რე­ბა, რომ ვი­ღა­ცე­ებ­მა ბო­რო­ტად არ ისრგებ­ლონ და რა­ღაც პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი არ მო­ა­წყონ. აქ სი­ცო­ცხლე­ზე და ექ­სპრე­ზი­დენ­ტის გა­დარ­ჩე­ნა­ზეა სა­უ­ბა­რი. ვი­საც მიშა არ მოგ­წონთ, არ გიყ­ვართ და მის მი­მართ ბოღ­მა გაქვთ, როცა გა­მო­ჯან­მრთელ­დე­ბა ამა­ზე მერე და­ჯე­ქით და ილა­პა­რა­კეთ. წაქ­ცე­ულ კაცს არ უნდა ეჭი­დაო,“- გვე­უბ­ნე­ბა ექ­სპრე­ზი­დენ­ტის მამა ambebi.ge-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში:

ნი­კო­ლოზ სა­ა­კაშ­ვი­ლი:

"სო­ფოს ბავ­შვი ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლია, მარ­თლა ძა­ლი­ან ჰგავს მი­შას, ვთვლი, რომ გო­გო­ნა ძმე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში უნდა გა­ი­ზარ­დოს" - რას ამბობს მიხეილ სააკაშვილის მამა შვილიშვილებსა და რძალზე

– ჩემს შვი­ლის და­კა­ვე­ბის შემ­დგომ, გარ­კვე­ულ პე­რი­ოდ­ში 14 დი­აგ­ნო­ზი გა­მოხ­ტა, ამას ძვლის ტუ­ბერ­კუ­ლო­ზიც და­ე­მა­ტა. მი­შას პრობ­ლე­მა აქვს მარ­ცხე­ნა კი­დუ­რის სახ­სარ­ში და ლა­პა­რა­კია იმა­ზე, რომ უნდა ჩა­ტარ­დეს ენ­დოპ­რო­ტე­ზი­რე­ბა, რა­საც აქ სა­თა­ნა­დოდ ვერ აკე­თე­ბენ. ჩა­მო­სულ­მა უცხო­ელ­მა სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი თქვეს, სას­წრა­ფოა და ეს აქამ­დე უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა­თო. კაცი ხელს ვე­ღარ ხმა­რობს, მი­დის ბევ­რი პრო­ცე­სი… გუ­შინ ყურ­ში მომ­ხვდა ერთ-ერთი პარ­ლა­მენ­ტა­რის ნათ­ქვა­მი – სა­ა­კაშ­ვი­ლი თვით­და­ზი­ა­ნე­ბას ეწე­ვა, რო­გორც ყვე­ლა კრი­მი­ნა­ლი პა­ტი­მა­რიო. რა შუ­ა­შია კრი­მი­ნა­ლი, ლა­პა­რა­კობ ქვეყ­ნის პრე­ზი­დენტზე, რო­მე­ლიც 9 წელი გა­შე­ნებ­და, სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე გა­გიყ­ვა­ნა და შე­გიქ­მნა ქარ­თუ­ლი სიმ­ბო­ლი­კა, რო­მე­ლიც აქამ­დე არ გქონ­და. ექი­მი ვარ და არ მე­გუ­ლე­ბა კლი­ნი­კა, სა­დაც მხრის სახ­სარ­ზე ენ­დოპ­რო­ტე­ზი­რე­ბა კეთ­დე­ბო­დეს, ვერ ვპო­უ­ლობთ, ამი­ტო­მაა სა­ჭი­რო მისი გაყ­ვა­ნა უცხო­ეთ­ში, სა­დაც მა­ღალპრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი არი­ან, მა­გა­ლი­თად, გერ­მა­ნი­ა­ში.

"სო­ფოს ბავ­შვი ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლია, მარ­თლა ძა­ლი­ან ჰგავს მი­შას, ვთვლი, რომ გო­გო­ნა ძმე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში უნდა გა­ი­ზარ­დოს" - რას ამბობს მიხეილ სააკაშვილის მამა შვილიშვილებსა და რძალზე

– ად­ვო­კატ­მა გელ­ბა­ხი­ან­მა ეჭვი გა­მოთ­ქვა მის მო­წამ­ვლა­ზე, თქვენც იზი­ა­რებთ ამ მო­საზ­რე­ბას?

– დიახ, ვი­ზი­ა­რებ. ეს მე ჯერ რო­დის ვთქვი, მაგ­რამ კა­ციშ­ვილ­მა ყუ­რად არ იღო. აკა­დე­მი­კო­სი კაცი ვარ, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ექი­მად ვი­მუ­შა­ვე სე­რი­ო­ზულ კლი­ნი­კებ­ში და ექი­მის თვა­ლი კარ­გად მაქვს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი. რად­გან თვი­თად­ზი­ა­ნე­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ, და­ვი­წყოთ იქი­დან, რომ ადა­მი­ა­ნი ჩა­მო­ვი­და და შე­ვი­და სა­პა­ტიმ­რო­ში ჯან­მრთე­ლი, მერე იშიმ­ში­ლა. შიმ­ში­ლო­ბა არის პო­ლი­ტი­კუ­რი აქტი და ჩვენ­მა მეს­ვე­უ­რებ­მა ეს თუ არ იცი­ან, ცუ­დია. პო­ლი­ტი­კო­სის მოხ­სე­ნი­ე­ბა, რომ ის “ფე­ი­კებს“ ახ­დენს და შიმ­ში­ლო­ბას თვით­და­ზი­ა­ნე­ბის მიზ­ნით აცხა­დებს ისე, რო­გორც კრი­მი­ნა­ლი, ძა­ლი­ან დიდი შე­უ­რა­ცხყო­ფაა ქვეყ­ნი­სათ­ვის და, პირ­ველ რიგ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის­თვის. მიშა კარ­გი იყო, თუ ცუდი, ხარ­ვე­ზე­ბი ჰქონ­და თუ – არა, ყვე­ლას თა­ვი­სი შე­ხე­დუ­ლე­ბა აქვს და ამას ვე­რა­ვის აუკ­რძა­ლავ, ამა­ზე კაცს ვერ დაძ­რა­ხავ, მაგ­რამ არ უნდა ახ­ვევ­დე სა­ზი­ზღრო­ბას სხვებს. მი­შამ 50 დღე იშიმ­ში­ლა, სპე­ცი­ა­ლო­ბით გას­ტრო­ენ­ტე­რო­ლო­გი ვარ და მქო­ნია მო­შიმ­ში­ლე­ებ­თან მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა (9 აპ­რილს, ჩემი კონ­ტრო­ლის ქვეშ იყ­ვნენ მო­შიმ­ში­ლე­ე­ბი), ამა­ზე მეტი რა ვიცი. არ­სე­ბობს მო­შიმ­ში­ლე­ე­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი სქე­მა. მე რაც აქ ვნა­ხე, მი­შას­თან რაც გა­კეთ­და, არ იყო სწო­რი, იმ სქე­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ბო­ლომ­დე არ დას­რულ­და, აბ­სო­ლუ­ტუ­რად, სხვა სქე­მით უნდა ემუ­შა­ვათ, რაც ცი­ხის პი­რო­ბებ­ში არ გა­მო­დი­ო­და. ამან ბევ­რი რამ გა­ა­უ­ა­რე­სა, ამი­ტომ ატა­რეს აქეთ-იქეთ. ამ პე­რი­ოდ­ში კაც­მა “აი­კი­და“ 15 და­ა­ვა­დე­ბა, რა­საც ბევ­რმა ფაქ­ტორ­მა შე­უ­წყო ხელი – პოს­ტშიმ­ში­ლის შემ­დგომ­მა არას­წორ­მა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ამ, ცი­ხე­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ­მა ფსი­ქო­ლო­გი­ურ­მა ზე­წო­ლამ და წა­მე­ბამ, რაც ნერ­ვულ სის­ტე­მა­ზე მოქ­მე­დებს. ნორ­მა­ლუ­რი, მა­ღა­ლი ინ­ტე­ლექ­ტის ადა­მი­ა­ნი ამას ვერ იტანს, მიშა სუ­პერ­სა­ფე­ხურ­ზე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბაა და რო­გორც ჩანს, მას ეს გა­უ­ჭირ­და. მიშა ამას კი არ აღი­ა­რებს, მაგ­რამ მე ხომ და­ვი­ნა­ხე… ვი­ღა­ცამ გა­ის­რო­ლა ფრა­ზა – სა­ა­კაშ­ვილს უჭირს ადაპ­ტა­ცია და ცი­ხის პი­რო­ბებს ვერ ეგუ­ე­ბაო. ნუ­რას უკაც­რა­ვად, ის ცი­ხის პი­რო­ბებს ძა­ლი­ან კარ­გად შე­ე­გუ­ე­ბო­და, რომ არა ამ­დე­ნი და­ა­ვა­დე­ბა.

– ბო­ლოს რო­დის ნა­ხეთ და რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო?

– რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მი­შას გარ­შე­მო მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს მუდ­მი­ვად ვა­დევ­ნებ თვალს, და­ახ­ლო­ე­ბით 10 დღის წინ ვნა­ხე ჩემი შვი­ლი. შე­იძ­ლე­ბა მას­თან ყო­ველ­დღი­უ­რად არ შევ­დი­ვარ და არ­ცაა სა­ჭი­რო, ისიც არ მომ­წონს, ამ­დე­ნი ხალ­ხი რომ შე­დის ყო­ველ­დღი­უ­რად. ვნა­ხე, რომ მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­აა. მას ჩემი, რო­გორც ექი­მის, სჯე­რა და ლა­პა­რა­კის დროს ცდი­ლობს რა­ღაც ამომ­წუ­რა­ვად გა­მომ­ტყუ­ოს, სულ რა­ღა­ცას მე­კი­თხე­ბა, მე კი არ ვიცი, ამის თქმა შე­იძ­ლე­ბა თუ – არა, არის რა­ღა­ცე­ე­ბი, რა­საც ვერ ვე­ტყვი. ზრდას­რუ­ლია, ბავ­შვი არაა, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი კა­ცია და, ბოლო-ბოლო, ჩემი პრე­ზი­დენ­ტი იყო და ბევრ რა­მეს ვერ გა­ვუ­ბე­დავ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ცალ­კე იზ­რდე­ბო­და, მი­შას ჩემი ყო­ველ­თვის სჯე­რო­და.

"სო­ფოს ბავ­შვი ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლია, მარ­თლა ძა­ლი­ან ჰგავს მი­შას, ვთვლი, რომ გო­გო­ნა ძმე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში უნდა გა­ი­ზარ­დოს" - რას ამბობს მიხეილ სააკაშვილის მამა შვილიშვილებსა და რძალზე

– “ემ­პა­თი­ის“ დას­კვნა ნა­ნა­ხი გაქვთ?

– მარ­თა­ლია, ჩემ­თვის არ მო­უ­ტა­ნი­ათ, მაგ­რამ ვიცი, მისი ყვე­ლა და­ა­ვა­დე­ბა რაც არის, არ და­ვი­წყებ ჩა­მოთ­ვლას, რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა… ექი­მებ­ში ვტრი­ა­ლებ და ვიცი, რაც აქვს, მა­ნამ­დეც ვი­ცო­დი. ეს ჯიშ­კა­რი­ა­ნის საქ­მეა, გა­მო­ვა და ილა­პა­რა­კებს. მიშა თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში დარ­ჩა, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად შე­იძ­ლე­ბა ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გით დას­რულ­დეს ყვე­ლა­ფე­რი, რაც უდი­დე­სი კრა­ხი იქ­ნე­ბა ქვეყ­ნის­თვის, არ შე­იძ­ლე­ბა ორ პრე­ზი­დენტს გა­უ­თხა­რო სა­მა­რე სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში.

– სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­შას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნით შეკ­რე­ბის­კენ მო­უ­წო­დეთ, გაქვთ იმე­დი, რომ ქუდ­ზე კაცი გა­მო­ვა?

– ეს იდეა ლე­ვან ფე­რა­ძეს ეკუთ­ვნის, უჭ­კვი­ა­ნე­სი კა­ცია, მეც ჩა­ვერ­თე. ბოლო ხანს არ ვჩან­დი, არ ვაქ­ტი­უ­რობ­დი, დი­ნა­მი­კა­ში ვაკ­ვირ­დე­ბო­დი, რა ხდე­ბა, ვინ ჩა­მო­დის, ვინ რას ითხოვს, რას ას­კვნის… ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი ჩა­მო­ვი­და და სკამ­ზეც არ დას­ვეს, 5 დღე აყურ­ყუ­ტეს 82 წლის აკა­დე­მი­კო­სი კაცი... ეს ყვე­ლა­ფე­რი კი იმი­ტომ ხდე­ბა, რომ დღემ­დე სა­ა­კაშ­ვი­ლის შიში აქვთ. პა­ტა­რა კა­ცებ­ში პა­ტა­რა გული და დიდი ბოღ­მა დევს. მა­ინც მგო­ნია, რომ ეს პუ­ტი­ნის დაკ­ვე­თა­ცაა. მან არ უთხრა მი­შას პირ­და­პირ, ჩემი ოც­ნე­ბაა, კვერ­ცხე­ბით ჩა­მოგ­კი­დოო? დად­გა დრო და ოც­ნე­ბას ის­რუ­ლებს.

– რა შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა გა­უშ­ვან მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი?

– როცა მთე­ლი მსოფ­ლიო გი­ყუ­რებს, როცა ლა­პა­რა­კია ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ზე, ამ დროს აქ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი ირ­ღვე­ვა. მი­შას მსოფ­ლიო უყუ­რებს რო­გორც ავ­ტო­რი­ტეტს, ვი­ნა­ი­დან მან შექ­მნა მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კის გარ­კვე­უ­ლი კლი­მა­ტი, ეს არის კაცი, რო­მე­ლიც, სწო­რად გა­მი­გეთ და, მხარ­ზე უკა­კუ­ნებ­და ამე­რი­კის პრე­ზი­დენტს, ჩა­მოჰ­ყავ­და და ძველ თბი­ლის­ში აცეკ­ვებ­და, ჩა­მო­იყ­ვა­ნა ბა­ი­დე­ნი, ტრამ­პი… ისი­ნი ულა­პა­რა­კოდ მოს­დევ­დნენ მი­შას. ადრე თუ შე­ზღუ­დუ­ლე­ბი იყ­ვნენ, და­სავ­ლეთ­ში ახლა უფრო ხმა­მაღ­ლა და­ი­წყეს ლა­პა­რა­კი მის გა­დაყ­ვა­ნა­ზე, აქ კიდე ამ­ბო­ბენ, ჩა­ლის ფა­სია მათი ნათ­ქვა­მიო. ეს რა ლა­პა­რა­კია, ან რა ზრდი­ლო­ბა? სი­ტუ­ა­ცია რთულ­დე­ბა, ვი­ნა­ი­დან მი­შას ძვლის ტუ­ბერ­კუ­ლო­ზიც აღ­მო­აჩ­ნდა, რო­მელ­საც სპე­ცი­ფი­კუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა სჭირ­დე­ბა და აქ ამის გა­მოც­დი­ლე­ბა არ არ­სე­ბობს ერთ კაც­ში ამ­დენ დი­აგ­ნოზს ეხუმ­რე­ბით? არის კლი­ნი­კე­ბი, რომ­ლე­ბიც მზად არი­ან მი­ი­ღონ მიშა, და­ფი­ნან­სე­ბა­საც კის­რუ­ლო­ბენ და მზად არი­ან მის გა­და­სარ­ჩე­ნად. პო­ლო­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტი როცა ჩა­მოფ­რინ­და, კლი­ნი­კა­შიც არ შე­უშ­ვეს – ესაა ამა­თი პა­სუ­ხი. არ ვიცი, ალ­ბათ ხალ­ხის მხრი­დან უფრო მა­სი­უ­რი მო­თხოვ­ნაა სა­ჭი­რო, ხმა­უ­რი­ა­ნი გა­მოს­ვლე­ბი პო­ლი­ტი­კის გა­რე­შე. პო­ლი­ტი­კა გვერ­დზე უნდა გა­წიო, აქ სი­ცო­ცხლე­ზეა სა­უ­ბა­რი და გა­დარ­ჩე­ნა­ზე. უნდა მოხ­დეს პო­ლი­ტი­კის­გან სრუ­ლი დის­ტან­ცი­რე­ბა, რათა ვი­ღა­ცე­ებ­მა ბო­რო­ტად არ ისარ­გებ­ლონ და რა­ღაც პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი არ მო­ა­წყონ. ხალ­ხიც უნდა მო­ვი­დეს აზ­რზე…

– მი­შას და­ფუძ­ნე­ბულ პარ­ტი­ა­ზე რას ფიქ­რობთ, მი­გაჩ­ნი­ათ, რომ საკ­მა­რი­სად იბ­რძვის მისი ლი­დე­რის­თვის?

– მო­დით, რა, პარ­ტი­ა­ზე და პო­ლი­ტი­კა­ზე ნუ ვი­ლა­პა­რა­კებთ, ეს არაა ჩემი საქ­მე. მე გე­ლა­პა­რა­კე­ბით რო­გორც ექი­მი, არც ერთი პარ­ტი­ის, კომ­პარ­ტი­ის წევ­რიც არ ვყო­ფილ­ვარ. ამ ეტაპ­ზე ყვე­ლაფ­რის­გან ვდის­ტან­ცირ­დე­ბი და მა­ინ­ტე­რე­სებს მხო­ლოდ შვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და მისი გა­დარ­ჩე­ნა.

– რას ფიქ­რობთ, შეც­დო­მა იყო მისი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა და ვინ და­არ­წმუ­ნა ამა­ში?

– არ უნდა ჩა­მო­სუ­ლი­ყო, ვთვლი, რომ მისი მხრი­დან ეს შეც­დო­მა იყო, არც ის ვიცი, ვინ და­არ­წმუ­ნა ჩა­მო­სუ­ლი­ყო. ეს უკვე ჭო­რა­ო­ბა იქ­ნე­ბა, რაც არ ვიცი, არ ვიცი. ვუ­ყუ­რებ ტე­ლე­ვი­ზი­ებს და სა­ოც­რად მა­ღი­ზი­ა­ნებს, წვრილ­მა­ნებ­ზე რომ იწყე­ბა ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი. გლო­ბა­ლუ­რი სა­კი­თხია – მიშა უნდა გა­ვიყ­ვა­ნოთ, მი­შას უნდა შე­ვუ­ნარ­ჩუ­ნოთ სი­ცო­ცხლე. ეს გან­წყო­ბა უნდა იყოს და როცა გა­მო­ჯან­მრთელ­დე­ბა, ვი­საც მიშა არ მოგ­წონთ, არ გიყ­ვართ და მის მი­მართ ბოღ­მა გაქვთ, მერე და­ჯე­ქით და ილა­პა­რა­კეთ. წაქ­ცე­ულ კაცს რა­ტომ ეჭი­და­ვე­ბი?

– სა­მარ­თლი­ა­ნად თვლით მის და­პა­ტიმ­რე­ბას? ისე არ გე­კი­თხე­ბით, რო­გორც მა­მას…

– არ ვთვლი სა­მარ­თლი­ა­ნად, გე­უბ­ნე­ბით რო­გორც ამა­ში 100%-ით დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე. ვიცი, რო­გო­რი იყო მისი ცხოვ­რე­ბის სტი­ლი და ეს გა­მო­რი­ცხუ­ლია. მე­ცი­ნე­ბა რა­ღა­ცა პი­ჯა­კებ­ზე ჭი­და­ო­ბა და ამა­ზე პრო­ცე­სე­ბის გა­მარ­თვა. თქვე და­ლოც­ვი­ლე­ბო, ქვეყ­ნის პრე­ზი­დენტს რა­ტომ არ უნდა ეც­ვას ქაშ­მი­რის პალ­ტო? ქვეყ­ნის პრე­ზი­დენტს უნდა ჰქონ­დეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბი, რომ იაზ­როვ­ნოს და იმოქ­მე­დოს თა­ვი­სი ქვეყ­ნის­თვის. და რა პი­რო­ბე­ბი ჰქონ­და? – ფე­ხით დარ­ბო­და და აშე­ნებ­და ქვე­ყა­ნას. კარ­გით, რა…

– პი­ჯა­კე­ბის გარ­და, სხვა ეპი­ზო­დე­ბიც არის…

– მო­დით, რა, ეს მერე გან­ვი­ხი­ლოთ. წაქ­ცე­ულ კაც­თან არ შე­იძ­ლე­ბა ჭი­და­ო­ბა. მეც მყავ­და თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, მქონ­და შემ­თხვე­ვე­ბი, როცა გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი საქ­მის­თვის ვი­ღაც იყო და­სას­ჯე­ლი, მაგ­რამ არას­დროს ვაწ­ვე­ბო­დი ამ ადა­მი­ანს იმ დროს, როცა მას ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ძა­ლი­ან უჭირ­და, მერე ვლა­პა­რა­კობ­დით და გან­ვი­ხი­ლავ­დით. გა­უშ­ვი, მო­არ­ჩი­ნე და მერე ვი­ლა­პა­რა­კოთ, იქ­ნე­ბა მერე სხვა­ნა­ი­რი სა­სა­მარ­თლოც გვქონ­დეს და თქვას, სა­ა­კაშ­ვილს არა­ფე­რი და­უ­შა­ვე­ბი­აო. ოჯახ­შიც კი არაა ყვე­ლა ერ­თმა­ნე­თის კმა­ყო­ფი­ლი და რა გა­საკ­ვი­რია? კაც­მა დან­გრე­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო ჩა­ი­ბა­რა, ფეხ­ზე და­ა­ყე­ნა… ყვე­ლას ვერ მო­ე­ფე­რე­ბი.. მიშა სას­წრა­ფოდ უნდა გა­იყ­ვა­ნონ სამ­კურ­ნა­ლოდ. სა­კი­თხი დგას ასე – მას სი­ცო­ცხლე ერ­თმე­ვა, რისი უფ­ლე­ბაც მარ­ტო უფალს აქვს, ამათ – არა. არ წა­არ­თვათ მი­შას სი­ცო­ცხლე და და­ნარ­ჩენ­ზე მერე ვი­ლა­პა­რა­კოთ, თუ სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა, მეც დავ­ჯდე­ბი მათ­თან ერ­თად სა­ლა­პა­რა­კოდ.

– ცნო­ბი­ლია, რომ სან­დრა რუ­ლოვსთან დღემ­დე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვთ…

– სან­დრა ჩემი რძა­ლია და მისი შვი­ლე­ბი – ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი (ერთი მათ­გა­ნი – ჩემი მო­სა­ხე­ლეა). ედუ­ჩიც და ნი­კო­ლო­ზიც ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რე­ბი არი­ან, ედუ­ჩი უფრო დინ­ჯია, ნი­კო­ლო­ზი უფრო ექ­სპრე­სი­უ­ლი და ქცე­ვე­ბით მა­მას ჰგავს. სან­დრას ძა­ლი­ან ვუყ­ვარ­ვარ, ხში­რად ვკონ­ტაქ­ტობთ. სან­დრა ცდი­ლობს, ნი­კუ­შა ხში­რად შე­მახ­ვედ­როს და დიდი დრო გა­ა­ტა­როს ჩემ­თან. ედუ­ჩიც რომ ჩა­მო­დის, მა­საც უშ­ვებს ჩემ­თან, სახ­ლში. სან­დრას მშობ­ლებ­თა­ნაც შე­სა­ნიშ­ნა­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და. ამას­წი­ნათ, მა­მა­მი­სი იყო ჩა­მო­სუ­ლი და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად ვუ­მას­პინ­ძლეთ. ყვე­ლამ თა­ვი­სი ოჯა­ხის საქ­მე თვი­თონ იცის, ვთვლი, რომ არ უნდა გან­სა­ჯო სი­ტუ­ა­ცია. ის, რაც იცის ცოლ­მა და ქმარ­მა, არა­ვინ იცის. მეც გავ­ცილ­დი ცოლს, მაგ­რამ არა­ვის ვაძ­ლევ ჩვენს საქ­მე­ში ჩა­რე­ვის უფ­ლე­ბას, დღემ­დე მარ­ტო მან და მე ვი­ცით, რა მი­ზე­ზით მოხ­და ეს.

"სო­ფოს ბავ­შვი ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლია, მარ­თლა ძა­ლი­ან ჰგავს მი­შას, ვთვლი, რომ გო­გო­ნა ძმე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში უნდა გა­ი­ზარ­დოს" - რას ამბობს მიხეილ სააკაშვილის მამა შვილიშვილებსა და რძალზე

მე და სან­დრა ლი­კან­შიც ერ­თად დავ­დი­ო­დით, ახ­ლაც მეხ­ვე­წე­ბო­და, ბორ­ჯომ­ში წა­მო­დიო, მაგ­რამ არ შე­მიძ­ლია სი­ა­რუ­ლი. ის შე­სა­ნიშ­ნა­ვი ადა­მი­ა­ნია და ყო­ველ­თვის თბილ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ვი­ყა­ვით, ჩემ­თან თა­ნამ­შრომ­ლობ­და და ბალ­ნე­ო­ლო­გი­ურ­ში ბევრ რა­მე­ში მეხ­მა­რე­ბო­და. ერ­თად ცენ­ტრის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას ვა­პი­რებ­დით, მაგ­რამ ვერ მო­ვას­წა­რით ამის გა­კე­თე­ბა. მინ­დო­და, სან­დრაც ჩა­მერ­თო, რო­გორც უცხო­ე­ლი პარტნი­ო­რი, რო­მე­ლიც იშ­ვი­ა­თი და­ა­ვა­დე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ მო­ი­ძი­ებ­და კონ­ტი­გენტს, აპა­რა­ტუ­რას... ყო­ველ­გვა­რი ზემ­დგო­მის დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე. ამის­თვის რომ მი­მეღ­წია და ეს ცენ­ტრი გა­მე­კე­თე­ბი­ნა, ჩემს შვილს ხომ ჩემ­თან წა­ვიყ­ვან­დი და ვუმ­კურ­ნა­ლებ­დი?

– სო­ფოს შვი­ლიც ძა­ლი­ან ჰგავს მა­მას… მათ­თან თუ გაქვთ ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა?

– სო­ფოს ბავ­შვი ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლია, მარ­თლა ძა­ლი­ან ჰგავს მი­შას. სხვა­თა შო­რის, მა­მას პა­ლა­ტა­ში ალი­სას სუ­რა­თი უკი­დია. ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა ცხოვ­რე­ბა­ში… ვთვლი, რომ გო­გო­ნა ძმე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში უნდა გა­ი­ზარ­დოს. ასეთ სა­კი­თხებ­ში საკ­მა­ოდ ლი­ბე­რა­ლი და დე­მოკ­რა­ტი ვარ. პა­ტარ ალი­სას სიმ­ღე­რა და­უ­წყია, დე­დის გე­ნე­ტი­კა, თო­რემ, აბა, მი­შას სმე­ნა არას­დროს ჰქო­ნია.

"სო­ფოს ბავ­შვი ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლია, მარ­თლა ძა­ლი­ან ჰგავს მი­შას, ვთვლი, რომ გო­გო­ნა ძმე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში უნდა გა­ი­ზარ­დოს" - რას ამბობს მიხეილ სააკაშვილის მამა შვილიშვილებსა და რძალზე

ჯერ­ჯე­რო­ბით, გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო, არ გვაქვს მყა­რი ურ­თი­ერ­თო­ბა, მაგ­რამ მაქვს სურ­ვი­ლი და მო­მა­ვალ­ში ამას არ გა­მოვ­რი­ცხავ.

ლიზა იას­კოს რაც შე­ე­ხე­ბა, არ ვიც­ნობ, მით­ქმა-მოთ­ქმებს კი არას­დროს ვუს­მენ.

 

წყარო: ambebi.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • როგორია “დეილი ჯგუფის” ინიციატივა ფასების შესამცირებლად?
  • ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის საქმე – პროკურორი პასუხობს კითხვას, იგეგმება თუ არა “ხარებას” გამოკითხვა
  • ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge