სუს-ის ყოფილი მღალჩინოსნის, პატიმრობაში მყოფი სოსო გოგაშვილის შვილი, ნინო გოგაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მათ ოჯახს ხელისუფლება ტანჯავს.
“დღეს 10:30 სთ-ზე სასამართლო პროცესი ჰქონდა ალექსანდრე სამხარაძეს. დაახლოებით 10:00 საათზე სახლიდან გავიდა მეუღლესთან ერთად, რა დროსაც გამომძიებლები დახვდნენ სადარბაზოსთან, გაჩხრიკეს ისევ და წაართვეს ტელეფონი მეორედ.
ყოველგვარ ზღვარს სცდება ამ არაადამიანების ასეთი უკანონო ქმედებები ყოველდღიურ რეჟიმში! 5 თვეა ჩვენს შვილებთან ერთად მშვიდად ცხოვრების საშუალებას არ გვაძლევენ. ჩვენს შვილებს ტანჯავენ და მათი ნერვიულობის გამო, ამ ბავშვების შიშის და ცრემლების გამო ვერცერთი თქვენგანი ვერ იქნებით გამარჯვებულები და მოვა თქვენი პასუხისმგებლობის დრო აუცილებლად!
რომელიმე ჩვენგანს, ან შვილს ნერვიულობის ნიადაგზე თუ რამე დაემართება და ჩვენს სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება, უარესად გაგამწარებთ და დაგტანჯავთ ღმერთი”,- წერს გოგაშვილი.
