Saturday, May 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

100-მილიონიანი ქორწილიდან ერთი წლის შემდეგ წყვილი ერთმანეთს სკანდალურად დაშორდა

December 16, 2022
100-მილიონიანი ქორწილიდან ერთი წლის შემდეგ წყვილი ერთმანეთს სკანდალურად დაშორდა

ორი დღეა, რაც რუ­სუ­ლი მე­დია სკან­და­ლუ­რი გან­ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ წერს. ქორ­წი­ლი, რო­მე­ლიც ერთი წლის წინ 100 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლი დაჯ­და, ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში კი­დევ ერთხელ მო­ექ­ცა, რად­გან ერთი წლის თავ­ზე ნეფე-პა­ტარ­ძა­ლი გან­ქორ­წინ­და. დიახ, რუსი მი­ლი­არ­დე­რის მი­ხა­ილ გუ­ცე­რი­ე­ვის ქა­ლიშ­ვი­ლი, 31 წლის სო­ფია ინ­გორ პა­ტი­ევს და­შორ­და, რო­მელ­ზეც გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბერ­ში იქორ­წი­ნა. გუ­ცე­რი­ე­ვის ქა­ლიშ­ვი­ლის ქორ­წილ­ზე მა­შინ უცხო­უ­რი მე­დი­აც წერ­და, რად­გან ეს იყო ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი ქორ­წი­ლი, რო­მელ­შიც რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი და­ი­ხარ­ჯა.

სა­ქორ­წი­ლო დარ­ბა­ზის გა­სა­ფორ­მებ­ლად მოს­კოვ­ში, რამ­დე­ნი­მე სატ­ვირ­თო მან­ქა­ნით ახა­ლი ყვა­ვი­ლე­ბი მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან მი­ი­ტა­ნეს. ქორ­წილ­ში მღე­როდ­ნენ ანი ლო­რა­კი, ფი­ლიპ კირ­კო­რო­ვი, სტას მი­ხა­ი­ლო­ვი და გრი­გო­რი ლეპ­სი…

100-მილიონიანი ქორწილიდან ერთი წლის შემდეგ წყვილი ერთმანეთს სკანდალურად დაშორდა

სო­ფი­ას Elie Saab-ის კაბა ეცვა, ოთხმეტ­რი­ა­ნი შლე­ი­ფით, რო­მე­ლიც ძვირ­ფა­სი ქვე­ბით იყო მორ­თუ­ლი. კაბა სპე­ცი­ა­ლუ­რად მის­თვის, ერთ ეგ­ზემპლა­რად შე­ი­კე­რა. ჭო­რე­ბის თა­ნახ­მად, კა­ბის შე­კერ­ვა 1,5 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი დაჯ­და. გუ­ცე­რი­ე­ვე­ბის ოჯახ­ში ქორ­წი­ლებ­ზე თან­ხის და­ზოგ­ვა არ იცი­ან.

2016 წელს ბიზ­ნეს­მე­ნის უმ­ცრო­სი ვა­ჟის ქორ­წი­ლი, პრე­სის თა­ნახ­მად, და­ახ­ლო­ე­ბით 1 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი დაჯ­და. მა­შინ გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლის 600 სტუ­მარს უამ­რა­ვი სი­ურპრი­ზი და­ახ­ვედ­რეს. მოს­კოვ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რად ქორ­წი­ლის­თვის სპეც­რე­ი­სით ჩა­იყ­ვა­ნეს მსოფ­ლიო დო­ნის ვარ­სკვლა­ვე­ბი: ელ­ტონ ჯონი, ჯე­ნი­ფერ ლო­პე­სი, ბი­ონ­სე, პატ­რი­სია კა­ა­სი, სტინ­გი და ენ­რი­კე იგ­ლე­სი­ა­სი. მსოფ­ლიო დო­ნის ვარ­სკვლა­ვებ­თან ერ­თად სცე­ნა­ზე ალა პუ­გა­ჩო­ვაც გა­მო­ვი­და. სტუმ­რე­ბი ქარ­თუ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ცეკ­ვი­თაც დატ­კბ­ნენ, გუ­ცა­რი­ევ­მა შვი­ლის ქორ­წილ­ში ქარ­თუ­ლი ცეკ­ვის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბიც მი­იწ­ვია.

რაც შე­ე­ხე­ბა სო­ფი­ას, მისი საქმროს შე­სა­ხებ მე­დი­ა­ში მწი­რი ინ­ფორ­მა­ცი­აა, რო­გორც ქორ­წი­ლის დროს, ასე­ვე ახლა. ქორ­წილ­ში სტუმ­რებს სუ­რა­თე­ბის გა­და­ღე­ბის უფ­ლე­ბა არ მის­ცეს. ცნო­ბი­ლია, რომ სო­ფია და ინ­გო­რი ერთი ასა­კის არი­ან, ორი­ვე 1991 წელს და­ი­ბა­და.

100-მილიონიანი ქორწილიდან ერთი წლის შემდეგ წყვილი ერთმანეთს სკანდალურად დაშორდა

სო­ფი­ამ მოს­კო­ვის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის უცხო ენე­ბის ფა­კულ­ტე­ტი და­ამ­თავ­რა და ამ­ჟა­მად Petrovsky Passage სა­ვაჭ­რო კომ­პლექსში, რო­მე­ლიც მა­მა­მისს ეკუთ­ვნის, დი­რექ­ტო­რია.

მი­ხე­ილ გუ­ცე­რი­ე­ვი იკა­ვებს Safmar Group-ის დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბას, რო­მელ­შიც შე­დის PJSC RussNeft, სს NK Neftisa, სს Russian Coal, სს Safmar-ის სა­პენ­სიო ფონ­დე­ბი, სა­მა­უ­წყებ­ლო ჰოლ­დინ­გი Krutoy Media, სს Mospromstroy-Fund, სა­ლი­ზინ­გო კომ­პა­ნია. სს Europlan, სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნია VSK და სხვე­ბი. 2002 წლი­დან გუ­ცე­რი­ე­ვი ყო­ველ­წლი­უ­რად შე­დი­ო­და რუ­სე­თის 200 უმ­დიდ­რე­სი ბიზ­ნეს­მე­ნის სი­ა­ში ჟურ­ნალ Forbes-ის მი­ხედ­ვით. 2021 წლის აპ­რილ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ რე­ი­ტინ­გში მი­ხა­ილ გუ­ცე­რი­ე­ვი 2,5 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რით მე-60 ად­გილ­ზე იყო. 2022 წლის რე­ი­ტინ­გში ის 69-ე ად­გილ­ზეა 1,3 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის ქო­ნე­ბით.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მი­ხა­ილ გუ­ცე­რი­ე­ვი ბე­ლა­რუს­ში ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი უცხო­ე­ლი ინ­ვეს­ტო­რია. გუ­ცე­რი­ე­ვი ლუ­კა­შენ­კოს დიდი ხნის მე­გო­ბა­რია და ბე­ლა­რუ­სის ლი­დე­რი მის პა­ტივ­სა­ცე­მად ერთ-ერთი ქა­ლა­ქის­თვის სა­ხე­ლის შეც­ვლას და გუ­ცე­რი­ევ­სკის დარ­ქმე­ვას აპი­რებ­და.

100-მილიონიანი ქორწილიდან ერთი წლის შემდეგ წყვილი ერთმანეთს სკანდალურად დაშორდა

აგ­ვის­ტო­ში ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ კა­ნა­დამ რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ე­ბი გა­ა­ფარ­თო­ვა და სიას 14 ადა­მი­ა­ნი და­ა­მა­ტა. სან­ქცი­ე­ბი და­უ­წეს­დათ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის შვი­ლებს, კა­ტე­რი­ნა ტი­ხო­ნო­ვა­სა და მა­რია ვო­რონ­ცო­ვას, ასე­ვე სერ­გეი ლავ­რო­ვის ქა­ლიშ­ვილ ეკა­ტე­რი­ნა ვი­ნო­კუ­რო­ვა­სა და მისი მე­უღ­ლის, მა­რია ლავ­რო­ვას ქა­ლიშ­ვილს.

სან­ქცი­რე­ბულ­თა სი­ა­შია Safmar Group-ის დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე მი­ხა­ილ გუ­ცე­რი­ე­ვიც, სან­ქცი­ე­ბი მო­ი­ცავს ქვე­ყა­ნა­ში შეს­ვლის აკ­რძალ­ვა­სა და ყვე­ლა აქ­ტი­ვის გა­ყინ­ვას.

 

 

წყარო: ambebi.ge

 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის საქმე – პროკურორი პასუხობს კითხვას, იგეგმება თუ არა “ხარებას” გამოკითხვა
  • ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს
  • ელენე ხოშტარია ციხიდან წერილს ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge