,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს.
კომპანიის ცნობით, 16 დეკემბერს სოლომონ მეფის ქუჩაზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება.
13:00 საათიდან 19:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება კრწანისის რაიონში შემდეგ ქუჩებს:
მეფე სოლომონ II ქუჩა და შესახვევი, კრწანისის ქ. N3-ში პირველი, მეორე, ა და ბ კორპუსები, გორგასლის ქ. 61.
