Wednesday, April 29, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

შინაგანად დანგრეული ვიყავი, მეორე ოჯახის შექმნა ძალიან რთული იყო – რას ამბობს გელა დაიაური

December 15, 2022
შინაგანად დანგრეული ვიყავი, მეორე ოჯახის შექმნა ძალიან რთული იყო – რას ამბობს გელა დაიაური

პოეტმა გელა დაიაურმა  პირადი ცხოვრების შესახებ  საჯაროდ ისაუბრა.

პოეტმა ოჯახი მეორედ შექმნა, რასაც  საზოგადოება თბილი ემოციებით შეხვდა და წყვილს ბედნიერებას უსურვებს.

გელა დაიაურმა გარდაცვლილი მეუღლისა და მეორედ დაქორწინების გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა:

“თეოს გარდაცვალების მერე სიმღერა აღარ დამიწერია. თეოს მერე ცოტა რთულია სიმღერის დაწერა, იმდენად დიდი იყო… ტკივილზე ლაპარაკი ზოგადად არ მიყვარს, მირჩევნია ჩემთვის ვიფიქრო, ჩემთვის მქონდეს და ჩემთვის ვატარო. თუმცა ვწერდი ამ პერიოდში ლექსებს, წიგნადაც გამოვეცი, რომელიც ოჯახს მივუძღვენი. ლექსი გეხმარება თავისთავად. იმ სათქმელს, რომელსაც ვერავის ვერ ეუბნები, მთლად შენს თავში არ იხარშავ და რაღაცნაირად ფურცლებს ანდობ ისევ საიდუმლოს.
მეუბნებიან, რომ ძლიერი ვჩანვარ. ალბათ, გარეგნულად ვჩანვარ, თუმცა შინაგანად დანგრეული ვარ ძალიან. სადაც მე გავიზარდე, მთაში, მამაკაცს არ უნდა გამოეხატა ზედმეტად ემოცია და უნდა შეხვედროდა მტკიცედ.

რაც უფრო მტკიცედ შეხვდებოდი ვინმეს დაკარგვას, უფრო ძლიერი იყავი და უფრო მეტი სახელი გქონდა ადამიანს. ყველა იმ ქვეყნად წავალთ, ეს არის წამიერი განშორება, მე ასე ვფიქრობ, იმიტომ, რომ ეს არის წამის სოფელი, წუთისაც არ არის” – ამბობს გელა დაიაური.

გელა დაიაურმა სულ ცოტა ხნის წინ ოჯახი შექმნა. მისი რჩეული ეკა მანჩხაშვილი გახდა. მან ამის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გვერდით ღირსეული ადამიანი ჰყავს:

„დავოჯახდი ქართლელ გოგონაზე, ეკა მანჩხაშვილზე. რთული კი არა, ძალიან რთული იყო. ცხოვრებაში ასეთი სირთულე, ალბათ, იმ ამბის მერე აღარ შეგვხვედრია იმიტომ, რომ ბევრ რამეზე ფიქრობ…
არის ერთი მომენტი, რომ არ უნდა მოატყუო ადამიანი. ჯერ საკუთარ თავში გიწევს დარწმუნება და დაჯერება ამ ყველაფრის, რათა წრფელი და სუფთა იყო ადამიანთან.

ღირსეული ადამიანი მიდგას გვერდზე, რომელიც ძალიან მიყვარს, რომელთანაც ძალიან კარგად ვგრძნობ თავს და მსუბუქი გახდა ამ ადამიანის დახმარებით ამ ნაბიჯის გადადგმა” – თქვა გელა დაიაურმა პოსტ ალიონის ეთერში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში – ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?
  • ოჯახი ახალგაზრდა კაცს ეძებს – რა ინფორმაცია ვრცელდება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge