დეპუტატი, თაკო ჩარკვიანი:
“ამდენი სიბინძურე არასოდეს მინახავს თუ “აქეთ “თუ “იქით”, ერთადერთი და გადამწყვეტი ვექტორალური განსხვავებაა, რაც ქვეყნის სახელმწიფოებრიობისთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მხოლოდ ეს მაჩერებს და ბოლომდე ვიბრძოლებ ამიტომ, არანაირი “იდეა” არ აქვს არავის მცირე გამონაკლისის გარდა, კი არსებობს – ძალიან მცირე (ვისაც აქვს იდეა, ის ციხეში კვდება-კლავენ, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების და ქალაქების მშენებელს რეფორმატორს და პუტინის ტყვეს, კლავენ რუსული სისტემის შერჩევითი სამართლით)
ბოლომდე ვიბრძოლებ, რომ მთლიანად ჯიბეში არ ჩაიდონ სახელმწიფო ოპოზიციის ჩათვლით, პარტიას რომელსაც ხმას მისცემს ამომრჩეველი, მან უნდა იცოდეს, რომ ის პარტიაა, რა სახელიც ჰქვია, რა იდეასაც მისცეს ხმა, რადგან “სიაგაყიდული” პარტია ანუ პარტია რომლის სიაც გაყიდულია ეს იდეის გაყიდვას ნიშნავს ანუ ნიშნავს რომ გგონია რომ ერთ პარტიას ხმას აძლევ და სინამდვილეში სხვა რამ შეგრჩება, ცოდვაა ამმომრჩეველი ზოგადად ელექტორატი… ცოდვის გარდა ტალახია შლამია, უსინდისობაა უზნეობაა ზუსტად იგივეა რა წრეზეც ამდენ ხანს ვტრიალებთ, ამიტომ ვტრიალებთ ერთ წრეზე, მე დაგპირდით ყველაფერს ყოველთვის ვიტყვი, რაც ზუსტად მეცოდინება თქო, რადგან ზოგადად ამ ტყუილების და მუდამ ფსევდო “ტიპებით” ვართ ჭაობში, მენტალურ ჭაობშიც, მუდამ ხალხის ხმების ჯიბეში ჩადებას ” ოსტატურ ტყუილს”ვინ მოახერხებს აი ამაშია შეჯიბრი, “ბარბერის კურტკა , პალტო, რენჯროვერი, სიმაღლე, “პრიჩოსკა” -ანუ თმის ვარცხნილობა, ეს “იმიჯი” ჯობია თუ ის “ იმიჯი”, შარფი, შლაპა, ” და “პახოდუ” პარტიით – პარტიებით ვაჭრობა……… ხალხი დაბეჩავებული და ისმის კვლავ მუდმივი “ყურს საზიზღრად სანდოდ და ახლობლურად მიჩვეული”ფრაზა ქართულ პოლიტიკაში აი ისეთი “არაჩვეულებრივ გამოფენაში რომ ამბობს ლორთქია :” მე ამისგან გავაკეთებ”…. ნახტომი გაკლიათ “პაივცემულოაღმშენებლებო” ნახტომი.
არა და ვერავინ ვერაფერს გააკეთებს ამ წალკოტისგან ასე, რადგან “ვაჭრებისგან” აშენებული ქვეყანა ჯერ არ მინახავს!
ჩვენ ავაშენებთ მხოლოდ მაშინ, როცა ამ ვაჭრუკანულ ,კორუფციულ სისტემას დავანგრევთ და ამას მხოლოდ ღირებულებებით- ბრძოლით შეძლებს ხალხი. აბა წავიდაააა “პოლიტიკოსებად ქცეულო ვაჭრებოოოოო” აბა წავიდაააააა: კურტკა 4000 ლარიიი, პალტო 3000ლარიიი, მანქანა 200 ათასი ლარიიი, აგარაკი 3 მილიონი იი, ასეა სამწუხაროდ დღეს მხოლოდ სამშობლო ღირს ერთი ლარი , რომელსაც დიდი ფიროსმანი ახატია – სიკვდილის შემდეგაც ლარიანი “ერგო”( ეს ისე ვთქვი -იუმორი გადაგვარჩენს)