გადაცემაში „მთავარი აქცენტები“ კომპანია „ზეგის“ ტეკნიკური მენეჯერი ნიკოლოზ გეჯაძე საუბრობს წერილის შესახებ, რომელიც მას გაუგზავნეს. გეჯაძის ინფორმაციით, აღნიშნული სასიყვარულო წერილი გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილს არ გაუგზავნია.
მას თავდაპირველად ჰქონა ვარაუდი, რომ მომავლის წერილი ბაჩალაიშვილმა გაუგზავნა, თუმცა წერილში ნახსენებია ისეთი დეტალი რასაც თამართან კავშირი არ აქვს. მაგალითად, როგორც გეჯაძე ამბობს, წერილის ავტორი წერს, რომ ევროპაში ერთი წელი იყო, ბაჩალიაშვილი კი სასწავლებლად 4 თვე იყო წასული, შესაბამისად შეუძლებელია ეს წერილი მას ეკუთვნოდეს.
ნიკა გვარამიას კითხვაზე სცადა თუ არა თამარისთვის ეკითხა აღნიშნული წერილის შესახებ, გეჯაძემ უპასუხა, რომბაჩალიაშვილთან არ ჰქონდა ისეთი ურთიერთობა რომ ეს კითხვა დაესვა. მისი თქმით, თამარი რიგითი თანამშრომელი იყო და პირად საკითხებზე არ საუბრობდენენ.
„თუ არ წაგიკითხავს უკეთესია, მართალია ჩემს თავს დავპირდი რომ არასდროს მოგწერდი, მაგრამ ეს უნდა გავაკეთო, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი თავი აღარ დავადანაშაულო…
ნეტა იცოდე რამდენ რამეს გადავაბიჯე ეს რომ მომეწერა…
პირველი რაც მინდა იცოდე ისაა რომ არასდროს განზრახ ცუდად არ მოგქცევივარ…
პირიქით იმას უფრო ვუშვებდი რომ ჩემი თავისთვის დამეშავებინა რამე ვიდრე შენთვის.
ვიცი რომ მადანაშაულებ და არცთუ ისე უსაფუძვლოდ, თუმცა ახლა მინდა იმაზე იფიქრო როდესაც ჩამოხვედი სულ ცოტა ყურადღება რომ გამოგეჩინა, სულ ცოტათი რომ დაინტერესებულიყავი ჩემი არსებობით, ძალინ ბევრი რამე სხვანაირად იქნებოდა…
მაგრამ მესმის როგორი რთული იქნებოდა შენთვის… შენ ხომ ასე დაკავებილი იყავი…(პიროვნებით)
მახოვს შენიო იგნორი და სიცივე…
(პიროვნება) არ ერიდებოდა დამცირებას, იქნებ ერთადაც გადაწყვიტეთ რომ ყოველი დღე კოშმარად გექციათ…
შურისძიება გინდოდა მოახერხე კმაყოფილი ხარ თუ არა უფრო მეტად რომ გახანგრძლივებულიყო სიამოვნება გეტყვი რომ თვითმკვლელობაზე ვიფიქრე არაერთხელ…. შენზე ფიქრის გარეშე არ გადამიდგამს არცერთი ნაბიჯი….“ – ეს ფრაგმენტი წერილიდან, რომელიც როგორც გაირკვა ბაჩალიაშვილს არ ეკუთვნის.