მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩის შემდგომ საფრანგეთში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. დაპირისპირება მოხდა ქომაგებსა და პოლიციას შორის, რომელიც მსხვერპლით დასრულდა.
ფრანგული პრესის ინფორმაციით, მატჩის შემდგომ მაროკოელი გულშემატკივრები ლიონის, ნიცისა, პარიზისა და მონპელიეს ქუჩებში გავიდნენ და აგრესიული მოქმედებები დაიწყეს.
მაროკოელებმა ერთ-ერთი მანქანა ალყაში მოაქციეს და მასზე დამაგრებული საფრანგეთის დროშის მოპარვა სცადეს, რამაც მძღოლი პანიკაში ჩააგდო. მან ავტომობილი დაძრა, მკვეთრად მოუხვია და მაროკოელ ბავშვს დაეჯახა. 14 წლის მოზარდი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
#FRAMAR d’un côté les supporters marocains de l’autre les supporters français. Tirs de mortiers à plein régime pic.twitter.com/H3HI4xJFP5
— Midi Libre Montpellier (@MLMontpellier) December 14, 2022
