ტელეწამყვანი და ჟურნალისტი გიორგი ნიორაძე მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროებას სოციალური ქსელით გამოეხმაურა.
“აი ყველა ის ადამიანი არის რეგვენი, ვინც წერს: – “საცოდავი ვივამედის სამედიცინო პერსონალიო”
რეანიმაციულ ან კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მრავლად ნახავთ ნეიროპათიისას მსგავსი ქცევის ადამიანებს, ეს იმას არ ნიშნავს რომ პაციენტი გიჟია, 😡 ან ამ სიტყვა “გიჟს” როგორ ახსენებთ, სულ ცოტა ემპათია მაინც არ გაქვთ, რაღაცის მაინც არ გეშინიათ😡
ერთ დროს, ჩვენ ყველანი გავხდებით პაციენტები და არავის ვუსურვებ ასე მოექცენ.
ამას მართლა სჯობს სიკვდილით დასჯა დავამკვიდროთ, დავკიდოთ ერთი დიდი სახრჩობელა , ჩამოვახრჩოთ ადამიანები და ვუყუროთ, როგორ აფართხალებს ფეხებს კისერზე ყულფ მოჭერილი ადამიანი…
დილიდან საშინლად აფორიაქებულმა გავიღვიძე, რაღაცის გაკეთება მინდა, სადმე გასვლა და ამ ყველაფრის გაპროტესტება, მაგრამ ასეთი ადგილი არ მიჩვენა ფეისბუქმა 😡 ამის გაკეთება მხოლოდ საკუთარი თავისთვის მინდა, მინდა, გავემიჯნო არაადამიანობას და თუ ვერაფერს შევცვლი საკუთარ თავთან დავრჩე მართალი 😡
ღმერთო, მე არ ვარ მკვლელი და მე არ ვარ სადისტი 😡
საშინელება გვჭირს 😡”