საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კადრებს ეხმაურება.
“რატომ გვაქვს მოლოდინი, რომ რაიმე უფლება იქნება დაცული ამ ადამიანის მიმართ. რატომ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ სასამართლო, რომელიც უკვე ტრადიციულად თამაშობს პოლიტიკური მართლმსაჯულების ფუნქციას, ახლა, ამ შემთხვევაში რაიმე ნაბიჯს გადადგამს ან ჰუმანურობის, ან ადამიანის უფლებების, ან თუნდაც პროცედურული სისწორის თვალსაზრისით.
ჩვენ ვართ ქვეყანაში, რომელშიც კონსტიტუცია არ მუშაობს, ჩვენ ვართ ქვეყანაში, რომელმაც დასავლური კურსი შეცვალა და ჩვენ ვართ ქვეყანაში, სადაც გვყავს პოლიტპატიმრები და მათ აწამებენ“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
