Thursday, June 26, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home სოც.ქსელები

ხომ არის მომენტები რომ ეჭვი გეპარება საკუთარ თავში – რას წერდა გარდაცვალებამდე ბაჩალიაშვილი Instagram-ზე

August 6, 2020
(ფოტოები) ბაჩალიაშვილი გაუჩინარების წინა დღეს Google-ში არკვევდა, საუკეთესო გზებს თვითმკვლელობისთვის – შსს

ონლაინ მედიაში (კერძოდ report.ge-ზე) გავრცელდა სავარაუდოდ თამარ ბაჩალიაშვილის instagram გვერდიდან ამოღებული ერთ-ერთი სტატუსი, რომელიც მან სავარაუდოდ გარდაცვალებამდე გამოაქვეყნა. ჩვენ შევეცადეთ გადაგვემოწმებინა სქრინში მოცემული instagram მომხმარებელი ნამდვილად არსებობდა თუ არა და ეკუთვნოდა თუ არა ის თამარ ბაჩალიაშვილს, მაგრამ აღნიშნული მომხმარებლის პროფაილზე წვდომა პრივატულია, რაც იმას ნიშნავს რომ თუ არ ვართ მისი მეგობარი ვერ შევძლებთ მის მიერ გამოქვეყნებული პოსტების ნახვას. ღია მონაცემებიდან კი ირკვევა, რომ აღნიშნულ მომხმარებელს აქვს გამოქვეყნებული 88 პოსტი, 911 ადამიანია მისი გამომწერი და თვითონ ჰყავს გამოწერილი 284 ადამიანი. აღსანიშნავია ასევე ის ფაქტიც, რომ მომხმარებელს ჩართული აქვს ფუნქცია “Remembering”, რაც იმას ნიშნავს რომ ეს ანგარიში არის მეომორიალური (იხილეთ სქრინი).

ხომ არის მომენტები რომ ეჭვი გეპარება საკუთარ თავში - რას წერდა გარდაცვალებამდე ბაჩალიაშვილი Instagram-ზე

გთავაზობთ მედიაში გავრცელებულ პოსტს:

ბაჩალიაშვილი გამოქვეყნებულ პოსტში, ცხოვრების შესახებ მის შეხედულებებზე საუბრობს.

„ხომ არის მომენტები, რომ ეჭვი გეპარება ხოლმე საკუთარ თავში, შესაძლებლობებში, თითქოს აღარაფერი იქნება კარგად, თითქოს ყველაფერი ბანქოს სახლებივით ინგრევა ჩვენ გარშემო… მაგრამ, ღირს კი ასეთი ფიქრებისთვის დროის დათმობა?! რა უფრო მნიშვნელოვანია, წარსული, ის რაც შეგვეშალა, თუ ის, რაც წინ გველის, ის რაც შეგვიძლია ახლა ავაშენოთ, ამ წამს დავიწყოთ?! იქნებ კმარა ამდენი ცუდი და სწორედ ახლაა ის წამი, სიახლეს რომ უნდა მივუძღვნათ. არ არსებობს კარგი და ცუდი, წარმატებული და წარუმატებელი, არც ადრე ან გვიან – ყოველთვის არსებობს მეორე მესამე და მეათე რაკურსი, რომლიდანაც ცხოვრებას შეგვიძლია შევხედოთ. არ არის აუცილებელი ვინმეს (რამის) ჩარჩოებში მოვექცეთ, არც ვინმეს იმედებისა და მოლოდინების გასამართლებლად მოვსულვართ. ალბათ უნდა მოვნახოთ ჩვენი გზა, ვიაროთ მასზე სწორად და თავაწეულებმა, არ მივცეთ შემთხვევით გზააბნეულ ადამიანებს, ჩვენი ბილიკის არევის უფლება, გვჯეროდეს ბოლომდე მიზნის, მივუძღვნათ მას ჩვენი შესაძლებლობები და გამოვიყენოთ პოტენციალი ისე, როგორც არასდროს, და არა ისე, როგორც სხვები მოითხოვენ.

არ არსებობს კარგი და ცუდი ფაქტები, არსებობს ჩვენი სუბიექტური დამოკიდებულება მათ მიმართ. რამდენად ცუდათაც არ უნდა გვეჩვენებოდეს ცხოვრება, ამ დროს შეიძლება ყველაფერი საპირისპიროდ ხდებოდეს სამყაროში და არაჩვეულებრივი წუთები ასე უბრალოდ გავატაროთ.“

ხომ არის მომენტები რომ ეჭვი გეპარება საკუთარ თავში - რას წერდა გარდაცვალებამდე ბაჩალიაშვილი Instagram-ზე

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ციხიდან წერილს აქვეყნებს
  • 🎥”გაფრთხილებთ – ეს არის ჯანმრთელობისთვის ყველაზე უარესი”- არუნ ხათრი საზოგადოებას აფრთხილებს
  • თათა გიორგობიანის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge