ავეჯის კომპანია “მელაძის“ მფლობელი, ძებნილი, ვაჟა მელაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
მელაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„დღემდე იმის რისკის ქვეშ ვცხოვრობ რომ ვიღაც მომკლავს ან გამაქრობს, ამიტომ გულით მინდა იცოდეთ ეს ფაქტები და თხოვნა მაქვს გააზიაროთ ეს პოსტი სანამ წაიშლება.
რატომ აიგნორებენ ყველა ჩემს ოფიციალურ წერილს სახელმწიფო და პროკურატურა, მე ადამიანი არ ვარ როგორც ჩანს მათთვის, მაგრამ ვიცი ბევრი მოპარული ფული აქვთ ნაჭამი და ეშინიათ მწარე სიმართლის, ისინი ხომ მათი თანამდებობებით ვაჭრობენ დღემდე.
საქართველოს პროკურატურა დღეს არის კრიმინალების თავშესაფარი და დაგარწმუნებთ ამაში, რამდენად ძნელია დამოუკიდებლად ებრძოლო უსამართლობას იყვირო ამ ყრუმუნჯების ქვეყანაში.
• დღემდე ვითხოვ პასუხს ჩემი მეუღლე ერთი წლის ბავშვით რატომ შეუფარდეს პატიმრობა, მხოლოდ მას შემდეგ რაც მე ფარული ჩანაწერები გამოვასაჯაროე, რის საფუძველზე მოხდა ბრალდების გაცემა, როდესაც იგი ორი წელი სახლში იყო და გარეთაც არ გასულა რა კრიმინალზეა საუბარი, არამცთუ თანხების მოპარვა მითვისებაზე, სასაცილოა სამშობიაროდან იპარავდაო ისიც არ ჩაწერონ, ამას სულ რომ მუხლებზე ჩოქვით მოვიდნენ არავის არ შევარჩენ, ათეული წლების მერეც კი მემახსოვრება ეს არაადამიანური საქციელი, პირუტყვებო.
• დღემდე ვითხოვ მაჩვენონ ფაქტი სადაც თანხას ვიღებ ან თანხა ირიცხება ჩემს სახელზე ასეთი რამე არ არსებობს და რამდენჯერაც ამ წერილს ვუგზავნი აიგნორებენ.
• სასამართლოსი რანაირად უნდა დავიჯერო როდესაც ამ ყველაფერს სასამართლო უდასტურებს და აძლევს უფლებას, პირადპირ ვიტყვი გავარტყი ისეთ მოსამართლეს ვინც ადამიანის უფლებას არ იცავს.
• რა უფლებით წამართვეს ქონება და დამიყადაღეს, როდესაც მტყუან მართალი ჯერაც არ გარკვეულა, მე რითი ვიცხოვრო ვიმათხოვრო ?
• რატომ არ ასამართლებენ რეალურად იმ ხალხს ვინც ვამხილე და ათასობით ფაქტი დევს თანხის აღებაზე, მე გეტყვით იმიტომ რომ მათ იცავს პროკურატურა და არავის დაიჭერენ, მიუხედავად იმისა რომ უმძიმესი ბრალი აქვთ და ასობით ოჯახს წაართვეს თანხები.
• დღემდე ვაგზავნი წერილს ჩემი მანქანის თაობაზე, მანქანა წაიყვანეს გადააფორმეს, მომპარეს და დღემდე გამოძიებაც არ დაწყებულა.
• დღემდე ვაგზავნი წერილს გამოიძიონ თანხებს სად იღებდნენ, გამოითხოვონ GPS ამონაწერები და ბანკის ამონაწერები, სადაც დგინდება რომ თანხას ნამდვილად ისინი იყენებდნენ, მაგრამ ეს ყველაფერი ინორირდება, პროკურორი მედეა ცირამუას მიერ.
• დღემდე ათასობით წერილი დევს ჩემი რომლებსაც ყურადღებას არ აქცევენ, ანუ იგნორირდება წარმოიდგინეთ ამხელა სახელმწიფოში ოფიციალურ წერილებს ვგზავნი ვყვირივარ მომაქციეთ ყურადღება მკლავენ თქო და ვკიდივარ იმის მაგივრად რომ მომაქციონ ყურადღება, ტელეკომპანიებს ურეკავენ და ჩემზე ანტიპიარს იწყებენ.
• საზღვარზე მაჩერებდნენ უსაფუძვლოდ სამართველოს უფროსის დავალებით გივი სანდროშვილის, პროკურორი მედეა ცირამუას, გამომძიებელი ლია ნოდიას, ბრძანებით ამ ფაქტს ძალიან დიდ ადგილს მივანიჭებთ ამაზე აუცილებლად მოგთხოვთ სათითაოდ.
მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც ჩემს გვერდით ხართ და მხარს მიჭერთ, უბრალოდ დამიჯერეთ მე ამხელა რესურსი მქონდა და ვერაფერს გავხდი და ის ადამიანი ვისაც საერთოდ არაფერი არ აქვს დედამიწაზე, იმას რას უზავენ წარმოგიდგენიათ, არ ამოასუნთქებენ ისე გააქრობენ.
ასევე მივმართავ ჩემი მეუღლის მეგობრებს ერთი პოსტიც არ დაგიწერიათ მასზე თუნდაც რომ უი რა მოხდა, მშიშარო მხდალო მონებო, მოვა დრო და სათითაოდ ჩამოგივლით და თქვენს პირფერობაზე პასუხს აგებთ ამის პირობას მე გაძლევთ.
#თავისუფლებამელაძეს“, – წერს მელაძე.
