ავეჯის კომპანია „მელაძის“ მფლობელი, ძებნილი, ვაჟა მელაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საქართველოს მესამე პრეზიდენის შესახებ წერს.
“ვისაც გგონიათ რომ ამას პოლიტიკური მოტივით ვწერ, იცოდეთ რომ სააკაშვილის დროს დამიჭირეს და არც მე მეხატებოდა გულხე სხვადასხვა სტრუქტურების მუშაობის რეჟიმი, ძალიან ბევრი უსამართლობა იყო და ბევრი შეეწირა სისტემას ასევე კონკრეტული პიროვნებების ინტერესებსაც, ვიცი და ძნელია ბევრი რამის გახსენება ჩვენთვის ხალხისთვის ვინც ყოველთვის დარტყმის ქვეშ ვიყავით, ნებისმიერ დროს ვუყურებდით და ვისტრესებოდით უსამართლობით.
როგორც მაშინ ისე ახლა, ჩვენს ტელევიზორის ეკრანთან ყოველთვის ვტკბებოდით სხვა ქვეყნების ამბიციური გამოწვევებით და დღემდე ქართველთა უმეტესობის ოცნება სხვა ქვეყანაში ცხოვრებაა.
რაც არ უნდა იყოს, ყველაზე ცუდად ის მახსოვს ქართული ოცნება რომ მოვიდა ძველი ბიჭების გამოსვლები უბანში, “მევიდა ჩვენი დრო”, მახსოვს იმ გახარებული ხალხის სახეები ორასი ლარები რომ აიღეს ხმის მიცემაში, მახსოვს ბიზნესმენები როგორ წირავდნენ ფულებს ოცნებას მათი გული რომ მოეგოთ, მახსოვს მანქანებით მორბენალი ბიჭები ჯიბის ფული რომ ჩაუდეს და ირბინეო უთხრეს ბიძინას დროშებით, მახსოვს უბანში უბნის კაი ბიჭები რომ დადიოდნენ და ხმებს აგროვებდნენ ფურცლებით ხელში, ხანდახან ქვეყანას გაუაზრებლობა უფრო ყიდის და კლავს ვიდრე ვინმე პოლიტიკოსის ბინძური იდეა.
ერთი პერიოდი ვკითხულობდი ადამიანის ღრმა და მძიმე ფსიქოლოგიაზე დაფუძნებულ წიგნებს რომელიც მასობრივი კონტროლის თეორიების მოიცავდა ერთერთი ნაწილი ფაშისტების სურათია თუ როგორ ერთობიან ისინი თავიანთ ბავშვებთან, სვავენ, აუზზე ცურავენ, სიგარეტს ეწევიან ბუნებაში, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვაკეთებთ მაგრამ მათ უკან რამოდენიმე კილომეტრში რაღაც იწვის და ეს რაღაც ებრაელების გვამებია, დიახ ფაშისტები ჩვენნაირი ხალხი იყვნენ მათაც უყვარდათ, გრძნობდნენ, სძულდათ, უხაროდათ, მილიონობით ადამიანი იყვნენ მაგრამ ამ წიგნის მთავარი მიზანი ის იყო თუ როგორ უნდა აქციოს პოლიტიკამ და პროპაგანდამ ექიმი მკვლელად, მთავარია ადამიანს დააჯერო რომ ის მართალია და ყველაფერს იზავს, ახლა მე იგივე სურათს ვხედავ ქართულ პოლიტიკაში, შეიძლება გაგეცინოთ მაგრამ ეს სიმართლეა, თუმცაღა დღევანდელი ჟურნალისტური პროპაგანდა უფრო მეტს აკეთებს, ვიდრე სხვა ქვეყნებში.
მოკლედ რომ ვთქვა მართალია პოლიტიკა არ მეხატება გულზე იმიტომ რომ ზოგი ერთს ამბობს ზოგი მეორეს რთულია გაიგო სიმართლე, მაგრამ ფაქტია რომ ხალხი მაინც ღარიბია და უსამართლობა მაინც ბევრია, მე არ ვწერ ამას პოლიტიკურად და ნუ ისპეკულიანტებთ ამით, მიშასი და მიშას ოჯახის გამო ვწერ ამას, ის ადამიანია როგორც ჩვენ ყველა და თითოეული ჩვენის ვალია ღმერთთან მინიმუმ ადამიანი არ მოვკლათ რადგან ღმერთი ყოველთვის პატიებას და შენდობას გვასწავლის, რაც არ უნდა იყოს ბევრი გაუკეთებია მიშას კარგიც და ცუდიც, უბრალოდ სიცოცხლეს ითხოვს და რადგან მე ვიცი რა არის ბიძინას მილიონებით შეთითხნული სისტემა და დღემდე ჩემი ოჯახის დაცვა მიწევს ამ სისტემის გამო, ზუსტად ამიტომ ვაფიქსირებ ახლა უმცირესობის მაგრამ მომავალში უმრავლესობის პოზიციას.
ყველას მოგვეთხოვება პასუხი ღმერთთან, ჩვენ არ ვართ ისინი ვინც ადამიანის სიკვდილ სიცოცხლის ბედს წყვეტენ ამიტომ ვწერ, სანამ შეგვიძლია გადავარჩინოთ ოცნების კარებზე მკითხაობას მოვეშვათ და დავეხმაროთ, არ მინდა რომ ვიღაცის ამბიციებით შექმნილ სიკვდილის შემდგომ სერიას ვუყუროთ, ფატალური შედეგის გამართლების გზის მომავლის იმედებს.
ვიცი ამ პოსტის შემდგომ დამესევიან ოცნების ბოტები, პოსტზე სიცილის სმაილებით შემდეგ კი ჩემზე და ჩემს ოჯახზე უხეში და უცენზურო კომენტარებით, მაგრამ არაუშავს ავიტან რამენაირად” – წერს მელაძე