მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ ომში ქართველები მეომრების დაღუპვის საკითხს ეხმაურება. ის წერს, რომ საქართველომ საკმარისი მსხვერპლი გაიღო ოკუპანტებთან ბრძოლაში.
“ყველაზე მტკივნეული ომი, მართლმადიდებლებს შორის წამოწყწებულია…
აღარ უჩანს ბოლო, რუსეთის აგრესიას და უნაპირო ბოროტებას…
ყველას სიცოცხლე, მაგრამ განსაკუთრებით ქართველის მენანება რუსეთთან ბრძოლაში.
ჩვენ საკმარისი მსხვერპლი გავიღეთ…
აუნაზღაურებელი ზიანი მოგვადგა ჯერ აფხაზეთსა და შემდეგ სამაჩაბლოში…
არაფერი შეიცვლება, მაგრამ
მაინც ძალიან მტკივნეულია, ჰოდა, ნურასდროს დავუძახებთ რუსეთს ერთმორწმუნეს, მეზობელ, მეგობარ ქვეყანას…
არც ჩვენთან, მით უფრო არც ქრისტიანობასთან აქვს საერთო ბოროტების იმპერიას…
ის ხომ ქრისტიანობას აცდენილია და მასთან ერთად ისიც, ვისაც ჯერ კიდევ უჭირს, რუსეთს საკადრისი სახელი უწოდოს…
მეგობარი?! ჰმ, არასდროს ყოფილა რუსეთი არავის, მით უფრო საქართველოს მეგობარი… მტრობა კი, იცოცხლე, რამდენიც გინდა…
ჰოდა, რუსეთთან ერთად ყველა მტერია, ვისაც რუსეთი მართლმადიდებელი ღირებულებების ქვეყანა ჰგონია…
ასეთმა ან რელიგიის ღირებულება არ იცის, ან გამიზნულად ემსახურება ბოროტებას…
მართლმადიდებლობა რომ არ ყოფილიყო, საინტერესოა, საუკუნეების მანძილზე რუსეთი რითი ივაჭრებდა…
ჰოდა, ვინ იცის, კიდევ რამდენ ქართველს ჩამოასვენებენ, ,,მართლმორწმუნე” რუსეთის სამსხვერპლოზე ტარიგად შეწირულს!..” – წერს პეტრე კოლხი
