Tuesday, April 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ჯულიეტა ვაშაყმაძე ტელევიზიაში რომ მისულიყო, შენობაში არ შეუშვებდნენ..ეს იყო პოლიტიკის ნაწილი – გიორგი გაბუნია ენმ-ზე

December 13, 2022
ჯულიეტა ვაშაყმაძე ტელევიზიაში რომ მისულიყო, შენობაში არ შეუშვებდნენ..ეს იყო პოლიტიკის ნაწილი – გიორგი გაბუნია ენმ-ზე

ტელეკომპანია”მთავარი არხის’’ გენერალურმა დირექტორმა გიორგი გაბუნიამ  დედის, ტელეწამყვან ჯულიეტა ვაშაყმაძის, საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გამოშვების შესახებ ისაუბრა და გაიხსენა ვარდების რევოლუციის შემდგომი პერიოდი, როდესაც ხელისუფლების მიერ, ასაკოვან თაობას „ჩარეცხილები“ დაერქვათ.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ლეგენდა, ჯულიეტა ვაშაყმაძე რომ მისულიყო იმ დროს ტელევიზიაში, მას უბრალოდ, შენობაში აღარ შეუშვებდნენ.

“სახლში რომ ჩაიკეტა, ესეც მისი პრინციპულობის საკითხი იყო. მე, ან ვიქნები პირველ არხზე, ან არ ვიქნები არსად. ვეუბნებოდი, რომ არ შეიძლება, იბრძოლე, ახლა სხვანაირად, თვითიზოლაციაში ნუ მოაქცევ თავს. გამოშვება მოხდა ცუდად, რა თქმა უნდა. სინამდვილეში, იმ ნაკადის ნაწილი იყო, სამწუხაროდ, რასაც შემდეგ დაერქვა „ჩარეცხილები”.

რევოლუციის შემდეგ, 2004-ში დაახლოებით ზაფხული იყო, როდესაც ტელევიზიაში იყო რაღაც, საუბრები, რომ კონტრაქტებზე უნდა გადაგიყვანოთ, მაგრამ ამან ძალიან პრინციპულად თქვა, რომ რას ჰქვია თქვენ, ერთთვიან კონტრაქტზე გადამიყვანოთ, მე ჯულიეტა ვაშაყმაძე ვარ, რას ნიშნავს დამიდოთ ერთთვიანი კონტრაქტი, რომ ერთი თვის შემდეგ, ან გაგიგრძელებთ იმ კონტრაქტს, ან – არა. პრინციპულად არ მოაწერა ამას ხელი და მახსოვს, რომ ამას ამბობდა. ფოიეში პირველი არხის სია იყო ასეთი ამობეჭდილი, ვინ არიან გაშვებულები და ვისი შეშვება აღარ შეიძლება შენობაში დაბოლოს, სულ ბოლოში, სიაში პასტით მიაწერეს – ჯულიეტა ვაშაყმაძე. ბოლოს, რომ მივიდა აღმოაჩინა, რომ პასტით არის მიწერილი მისი სახელი და მორჩა, მას ჩაეკეტა ტელევიზია. ის ტელევიზიაში უბრალოდ, აღარ მივიდა, რა თქმა უნდა, მისი თავმოყვარეობიდან გამომდინარე, მაგ მდგომარეობაში თავს აღარ ჩაიგდებდა, მაგრამ წარმოიდგინეთ, ჯულიეტა ვაშაყმაძე რომ მისულიყო, მას შენობაში არ შეუშვებდნენ.

ეს იყო იმ პოლიტიკის ნაწილი, რომ ძველი თაობა, რაღაცნაირად, გავწიოთ გვერდით და შევცვალოთ ახლით. გასაგებია, ცვლა ბუნებრივად, ისედაც ხდება და ისედაც უნდა მოხდეს, ხომ? სამუდამოდ, ჯულიეტა ვაშაყმაძე ისედაც ვერ იქნებოდა იქ, მაგრამ… კიდევ ერთხელ, გეუბნებით, ადამიანია, რომელსაც სიცოცხლეშივე ლეგენდად მოიხსენიებდნენ, ერთი ხელის მოსმით მთელი ამ თაობის გვერდით გაწევა, არ შეიძლებოდა და ძალიან ცუდად შემოუტრიალდა, არამარტო ხელისუფლებას, მთლიანად – ქვეყანას“, – განაცხადა გაბუნიამ გადაცემაში “შვილები”.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საქართველოს საზღვართან ახლოს მიწისძვრა მოხდა
  • 29 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
  • წყალი შეწყდება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge