Tuesday, April 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„თავშესაფარში იზრდებოდა, წლების შემდეგ გაიცნო დედა…“ – ისტორია ახალგაზრდა ქალზე, რომელსაც სოციალურ ქსელში ყველა იცნობს

December 13, 2022
„თავშესაფარში იზრდებოდა, წლების შემდეგ გაიცნო დედა…“ – ისტორია ახალგაზრდა ქალზე, რომელსაც სოციალურ ქსელში ყველა იცნობს

გარდა გართობა/დროის გაყვანისა, სოციალური ქსელი ქველმოქმედებისთვის ძალიან კარგი საშუალებაა. ალბათ ბევრი შემთხვევა გახსენდებათ, როცა თქვენს ნაცნობ/მეგობარ/ახლობელს საზოგადოების დახმარება დასჭირდა და ყველაფერმა კარგად ჩაიარა პრინციპით – „ძალა ერთობაშია“.

დახმარების საჭიროების მქონე ადამიანებს კი გვაცნობენ ისინი, ვინც მათი პრობლემების ფართო მასებამდე მიტანას ახერხებს. ასეა ჩვენი რესპონდენტი, 24 წლის გიორგი სლოიანი.

მისი ტიკტოკ კონტენტი ძირითადად, მარისა და მისი ოჯახის ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავს. ამ პლატფორმაზე თითქმის ყველამ იცის, რომ კახეთში, თელავში მცხოვრებ ახალგაზრდა ქალს ჰყავს შვილი, დროებით მინდობით აღზრდაში, თავად კი მშობლებთან ერთად ერთ პატარა სივრცეში, საცხოვრებლად თითქმის გამოუსადეგარ ქოხში ცხოვრობს.

მეტს გიორგი თავად მოგვიყვება.

გიორგი სლოიანი: – თელავში, ბაზრობაზე ვმუშაობ, ფეხსაცმელების მაღაზია მაქვს. მარი ჩემთან ხშირად მოდიოდა, ვახარებდი, რაღაცებს ვჩუქნიდი ხოლმე. იქიდან დავმეგობრდით. შემდეგ გადავწყვიტე, რომ ვიდეოები გადამეღო და ასე სხვა ადამიანებიც დახმარებოდნენ.

მარის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. თელავში, ფერმაში ცხოვრობდა. იყო პერიოდი, როცა ფული შევაგროვეთ და ქალაქში ბინა ვუქირავეთ, თუმცა, ალკოჰოლდამოკიდებულია და მეზობლებმა მისი იქიდან გაყვანა მოითხოვეს.

ახლა დედასთან და მამინაცვალთან ერთად ისევ ფერმაში ცხოვრობს. მარის მამა გარდაცვლილი ჰყავს. დედამისის მეორე ქმარს თამაზი ჰქვია, თუმცა, მთელი თელავი „ცხვირას“ სახელით იცნობს.

ფერმაში 2 ქოხი დგას და იქ არიან. ხალხი რომ მირიცხავს თანხას, მათთვის პროდუქტს და ტანსაცმელს ვყიდულობ ხოლმე.

ქალაქში დღეობები როცაა, ოჯახი იქ მიდის და ხალხიც ეხმარება. ძირითადად, თელავში ამოდიან და მოწყალებას ითხოვენ. რაც ვიდეოების გადაღება დავიწყე, ხალხის მხარდაჭერაც გაიზარდა.

– საიდან აღმოჩნდნენ თელავში, რა ისტორია აქვთ?

– მათი ისტორია ზუსტად არ ვიცი. მარი ბავშვთა თავშესაფარში იზრდებოდა, წლების შემდეგ კი დედა გაიცნო. მარის შვილიც ჰყავს, 7 წლის ნიკოლოზი, რომელიც ზესტაფონში ცხოვრობს. ზაფხულში ბავშვი თბილისში ჰყავდათ ჩამოყვანილი და დედა იქ მივიყვანე, ნახა, ძალიან გაუხარდა და ძალიან ბედნიერი იყო.

როგორც მივხვდი, კარგ ოჯახში იზრდება. ბავშვიც ძალიან წესიერი და მოწესრიგებულია. როცა დიდი ბიჭი გახდება, შემდეგ თავად გადაწყვეტს, რას და როგორ იზამს.

– რა სჭირდება ოჯახს ახლა ყველაზე მეტად?

– ძირითადად, ალბათ პროდუქტი. მე როცა თანხას მირიცხავენ, ყოველთვის საკვებს ვყიდულობ, მშივრები რომ არ იყვნენ. კარგი იქნებოდა, ნორმალური საცხოვრებელი ჰქონოდათ, თუმცა, ამ ეტაპზე, ყველაზე მნიშვნელოვანი მათთვის საკვებია. ჯერჯერობით, არ აკლიათ და იმედი მაქვს, არც მოაკლდებათ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საქართველოს საზღვართან ახლოს მიწისძვრა მოხდა
  • 29 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
  • წყალი შეწყდება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge