Friday, August 22, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“დაურეკა, ჩვენს ჯერ არდაბადებულ გოგოს სახელი შევურჩიეო” – ვინ იყო ბიჭი, რომელიც ბაღდათში დენმა მოკლა

December 13, 2022
“დაურეკა, ჩვენს ჯერ არდაბადებულ გოგოს სახელი შევურჩიეო” – ვინ იყო ბიჭი, რომელიც ბაღდათში დენმა მოკლა

„რამდენიმე დღის წინ ბაღდათში, ერთ – ერთ მთიან სოფელში, გზის რეკონსტრუქციაზე მომუშავე 22 წლის ბიჭი მუშაობის პროცესში დენის დარტყმის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

გარდაცვლილი ხობის რაიონის სოფელ ახალსოფლის მკვიდრი – გოგიტა ბანცაძეა. ბიჭი, რომლის ტრაგედიამაც შეძრა ყველა, რამდენიმე დღეში სახლში დაბრუნებას აპირებდა თურმე, ახალშერთულ მეუღლესთან, ერთი წლის დემეტრესთან და ჯერ არ გაჩენილ მეორე შვილთან, რომლისთვისაც სახელიც თავად შეურჩევია. გოგიტა გამორჩეული იყო ყველასგან, სიცოცხლით სავსე ახალგაზრდას დიდი მიზნები და ოცნებები ჰქონდაო.

იმ ავბედით დღეს უთქვამს, ჩემს ბიჭს ფეხი აუდგამს და მალე მინდა ვნახო როგორ დადისო. მეუღლის ძმა და მისი თანატოლი თორნიკე გვიყვება, განსაკუთრებით უყვარდათ ერთმანეთიო, დღის და ღამის ცვლაში ერთდროულად მუშაობდაო, საახალწლოდ ლიკასთვის განსაკუთრებული სამკაული უნდოდა ეყიდაო, აი, ლიკას გავახარებ, რაც მას მოსწონს იმას ვაჩუქებ და მერე მარტო დღის ცვლაში ვიმუშავებო.

– მეორე შვილის მოლოდინში იყო ოცნებობდა პატარა კიკინებიან გოგოზე, გარდაცვალების წინა დღეს დაურეკა ლიკას და უთხრა ჩვენ ჯერ არდაბადებულ გოგოს სახელი შევურჩიეო, ნენე დავარქვათო.

პატარა დემეტრეს მამას რომ ხედავდა არავინ უნდოდაო, ახლა ბიძას ამსგავსებს, იმასაც გოგიტასავით წვერი აქვს ის გონია და ეხუტება, არ შორდებაო… რაც შეეხება ტრაგედიას, ექსპერტიზის პასუხი ჯერ არ არის, თვითმხილველების თქმით კი მოხდა ასეთი რამ, სოფლის დენის გამანაწილებელ ტრანსფორმატორს, რომელიც ფაქტიურად გზაზე დგას, მუშაობის პროცესში გამოედო რკინის გრძელი ნაწილი, რომელიც გარდაცვლილს ეჭირა ხელში და გადაიტანა დიდი სიმძლავრის დენი, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. ფაქტი კი უმძიმესი და გამოუსწორებელია, ახალგაზრდა სიცოცხლით სავსე ოცნებებით, სიკეთით და სიყვარულით დახუნძლული, კარგად აღზრდილი, სამეგობროს და სოფლის საამაყო ბიჭი, რომელიც თურმე ყველა სუფრაზე სამშობლოზე, სიყვარულსა და სიკეთეზე მღეროდა, აღარ არის“ , – ყვებიან დაღუპულის თანასოფლელები.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ
  • “სანადირო თოფიდან გასროლით თავის არეში ჭრილობა მიაყენა მეუღლეს” – შსს ოზურგეთში მომხდარი მკვლელობის შესახებ განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge