ნორა კვიციანი (დედა ქეთევანი) გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ოჯახის ახლობელმა გაავრცელა.
მიმდინარე წლის 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულზე იცვალა ფერი ნორა კვიციანის ცხოვრებამ. სწორედ ამ დღეს დადო ფიცი, რომ დარჩენილ ცხოვრებას უფლის სიყვარულში და მსახურებაში გაატარებდა.
ნორა კვიციანმა საერო ცხოვრებაზე უარი 74 წლის ასაკში თქვა. როგორც თავად ამბობს, ამ გადაწყვეტილებით ბედნიერია. ასევე მადლობელია იმ ცხოვრების, რა ცხოვრებაც საერო ცხოვრებაში ჰქონდა.
სოციალურ ქსელში გავრცელდა დედა ქეთევანის უკანასკნელი ვიდეო, სადაც მერაბიშვილსა და სააკაშვილზე საუბრობს:
“მიიღო ყველამ სასჯელი. მერაბიშვილის ცრემლებიც ვნახე, ოქრუაშვილისიც ვნახე სააკაშვილის ბღავილიც ვნახე.ასე დასაჯა უფალმა უჩემოდ” , – ამბობდა დედა ქეთევან.
