ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილისშვილის დაჭრამ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია, დღის „გმირად“ მოგვევლინა ბუსა ჟვანია, თუმცა იგი პირველად არ მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ზურაბ ჟვანიას შვილის სახელი კიდევ ერთ გახმაურებულ ისტორიას უკავშირდება, გავრცელებული ინფორმაციით მან ნაციონალური მოძრაოვბის ერთ-ერთი ლიდერი და ზურაბ ჟვანიას თანამებრძოლი გია ბარამიძე სცემა.
შემთხვევა 2015 წელს ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა, სადაც ისინი შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს. როგორც ამბობენ თავდაპირველად ბარამიძე გამოლაპარაკებია ბიჭს, უთქვამს, რომ მამამისისთვის არასოდეს უღალატია, რაზეც ჟვანია გაღიზიანდა, თქვენ მამა მომიკალითო და ბარამიძეს ფიზიკურად გასწორებია.
მაშინ ბარამიძე გავრცელებულ ინფორმაციას სოციალური ქსელით გამოეხმაურა და ბუსასთან ფიზიკური დაპირისპირება უარყო.