Wednesday, December 17, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„მესამე დღეა თვალიც არ გაუხელია, არც ლუკმა გადაუყლაპავს…” – რას წერს ზურა შევარდნაძე?

December 12, 2022
„მესამე დღეა თვალიც არ გაუხელია, არც ლუკმა გადაუყლაპავს…” – რას წერს ზურა შევარდნაძე?

“გარდენიას“ დამფუძნებელი – ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში მასწავლებელზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მომაკვდავიც კი მზად იყო რჩევა-დარიგება მიეცა.

“ჟუჟუს დალხენილი ცხოვრება არ ჰქონდა, თავდაუზოგავმა შრომამაც თავისი ქნა და დაავადდა. ათჯერ მაინც მოკვდა და გაცოცხლდა, კაცმა არ იცის რამდენჯერ გამოვიტირეთ.

ერთხელაც მირეკავს მისი ქალიშვილი, ელისო და მიყვება, რომ ახლა ნამდვილად კვდება.. დავყარე ყველაფერი და გავიქეცი არამიანცში, ასევე მის ნამოწაფართან ერთად. პალატაში ბნელა, ჟუჟუ მიუერთებიათ აპარატებზე, ძვლივს სუნთქავს. “მესამე დღეა თვალიც არ გაუხელია, არც ლუკმა გადაუყლაპავს, არც წვეთი წყალი დაულევია, არც ერთი სიტყვა არ უთქვამს. იმედს არ გვაძლევენ..” შემოგვჩივლა დაბნეულმა და უძინარმა ელისომ.

საშინლად ვიდარდე, ვეფერე, ნაშრომი ხელები ვუკოცნე და ცრემლებიც გადმოვყარე.. მივხვდი რომ მართლა ვემშვიდობები საყვარელ მასწავლებელს. მან ხომ ჩემთვის არაფერი დაიშურა, იმაზე მეტი მასწავლა და მომცა ვიდრე შეეძლო, ყველაფერი ემეტებოდა ჩემთვის.

ხომ არ გამოვიქცეოდი? მივჯექით იქვე პალატის კუთხეში და ველაპარაკები  ჩემსავით ჟუჟუს ნამოწაფარს დროის გასაყვანად. ვუყვები რა უამინდო გაზაფხულია, რომ ჩითილი მილპება, თუ მზემ არ გამოანათა ყველაფერი თავიდან მექნება დასათესი, დაჯგუთვას ვერ ავუდივართ და სათბურში სინესტის გამო სათეს ყუთებს ობი მოედო, ძალიან ვდარდობ..

უცებ ხმა საიქიოდან: “მარგანცოვკით მორწყით მაააარგაააანცოოოოვკიიიით.. ნახშირი დანაყეთ და მოააააყააარეთ.”

ჟუჟუ გაცოცხლდა!!! მას შემდეგ ვინ იცის მერამდენედ მოკვდა და ისევ გაცოცხლდა.. 15 წლის წინ იყო ეს ამბავი, გუშინ ვნახე, კაკაბივითაა. არც გუშინ დაიშურა რჩევა დარიგებები.

ღმერთო დიდხანს მიცოცხლე. უსაშველოდ მიყვარს და მადლიერი ვარ მისი.” – შევარდნაძე

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • წყალი 16 საათით შეწყდება – იხილეთ მისამართები
  • როგორი ამინდი იქნება მომდევნო დღეებში – განახლებული პროგნოზი
  • გარდაიცვალა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი „კანონიერი ქურდი“

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge