ბლოგერი, გივიკო დიდია სოციალური ქსელის მეშვეობით, საკუთარ ბებიას კიდევ ერთ ემოციურ ჩანაწერს უძღვნის.
„ნათი, იმაზე მეტად იღბლიანი ვარ ვიდრე მეგონა .
ბედნიერი ვარ, ღმერთმა შენი თავი რომ მაჩუქა .
შეიძლება ჩემი ესმოდეთ, ან არ ესმოდეთ. შეიძლება ვუყვარდე, ან არ ვუყვარდე, მაგრამ არის რაღაც, რაც სულში უნდა გქონდეს, ვერ ითამაშებ.
ჩემში ვერ ვატევ, ამ გულწრფელ სიყვარულს შენდამი.
საოცარი შეგრძნებაა, უამრავ იმედგაცრუებას გამოვლილს რომ გყავს ადამიანი, რომელსაც ისეთი უყვარხარ როგორიც ხარ და გულწრფელად იქნება შენს გვერდით,
არ იფიქრებს იმაზე, რაში გამოგიყენოს. გასცემს, იმიტომ კი არა რომ ორმაგი მიიღოს, უბრალოდ უყვარხარ გულწრფელად, უპირობოდ.
მადლობა ნათ, რომ მეიმედები.
მადლობა, რომ ჩემს სისუსტეებს სიძლიერეებად გადააქცევ ხშირად.
მადლობა, ასეთი სუფთა მეგობრობისთვის.
შენ ხარ ადამიანი, ვისთან ერთადაც უბრალოდ, ჩუმად ჯდომაც კი მაბედნიერებს, რომელთანაც შემიძლია ბევრი ვიცინო და ვიწუწუნო კიდეც თუ მინდა.
ვიცი რომ ყველგან და ყოველთვის, ანგელოზის ფრთა მიფარავს რადგან შენ მყავხარ.
შენ ჩემი ნაწილი ხარ, რომლის გარეშეც უფრო ნაკლები ვიქნებოდი ვიდრე ადამიანი .
ბევრი მეგობარი მყოლია, ბევრი ურთიერთობა მინახავს, მაგრამ ღმერთმა იცის, ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი მეგობრობა. ზღაპრული ამბავია…
ახლა ამას რომ გწერ, ზუსტად ვიცი, არასოდეს მომინდება ამ სიტყვების უკან წაღება.
შენნაირ ადამიანებზე, მხოლოდ წიგნებში წამიკითხავს და ფილმები მინახავს.
ჩემი ცხოვრების არც ერთი დღე არ წარმომიდგენია შენს გარეშე.
მინდა ისეთი ძლიერი ვიყო რომ შენთვის ყველაფრის გაკეთება შემეძლოს.
ღმერთს ვთხოვ, არასოდეს მამყოფოს შენგან შორს და სანამ ცოცხალი ვარ ყოველთვის გეიმედებოდე.
ყველაზე ძვირფასი გოგო ხარ. არ მომერიდება, სიყვარულს საჯაროდ ყოველთვის აგიხსნი. გამოუხატავი გრძნობები მერეც მეყოფა.
ასეთი რამეები უბრალოდ არ ითქმება, უნდა იგრძნო და ბევრი წლის შემდეგ ალბათ, ვინმეს მოვუყვები, რას ნიშნავს იყო მეგობარი“, – წერს გივიკო დიდია