Thursday, May 15, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სეზონური ვირუსების ახალი ტალღა – რა უნდა გავითვალისწინოთ ინფიცირების შემთხვევაში?

December 11, 2022
სეზონური ვირუსების ახალი ტალღა – რა უნდა გავითვალისწინოთ ინფიცირების შემთხვევაში?

სეზონური ვირუსებით ინფექციის გაზრდილი მაჩვენებლის გამო ჰოსპიტალური სექტორი გადატვირთულია. ექიმების თქმით, ვირუსების ტალღა 1 თვის წინ დაიწყო, განსაკუთრებული დატვირთვა პედიატრიულ სექტორშია.

ექიმები ვირუსების სიმპტომატიკასა და მკურნელობაზე საუბრობენ – მათი თქმით, ვირუსით ინფიცირებულებს ძირითადად აღენიშნებათ მაღალი ცხელება, თავისა და ყურის ტკივილი.

ექიმები პაციენტებს მოუწოდებენ, სიმპტომების გამწვავების შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულებებს დროულად მიმართო.

“მომართვიანობის ძირითადი მიზეზი არის ძალიან მაღალი ტემპერატურა, რომელიც პრაქტიკულად დაუმორჩილებელია და ეს იწვევს მშობლებში შიშის ფაქტორს. პირველ რიგში, მინდა მშობლებს ვუთხრა, რომ ეს სიმპტომი პირველი დღის ცხელების აბსოლუტურად ყველა ტიპის ვირუსისთვის იყო დამახასიათებელი, ამიტომ მინდა ვთხოვო, რომ პირველ 24 საათში, თავიანთი ძალებით, საკუთარ პედიატრებთან და ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის მეშვეობით იქნებ მოვაგვაროთ სახლის პირობებში. ცხელება, თავის ძლიერი ტკივილი, თვალიდან გამონადენი წამოვიდა ხშირად, ყურის ტკივილი, ასევე არის ისეთი მიმდინარეობები, როცა ყველაზე სამწუხაროდ არის ღებინებები და ფაღარათი, ასეთი ქეისები აუცილებლად საჭიროებს მართვას და მე ვთვლი, რომ ამისთვის საუკეთესო ვარიანტია ე.წ. დღის სტაციონარი და გადაუდებელი დახმარების ადგილი”, – თქვა პედიატრმა ლალი ჯანაშიამ.

ეპიდემიოლოგ მაია კაშიას თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ეპიდემიური მდგომარეობა რთულია, რადგან ერთდროულად რამდენიმე ვირუსი ცირკულირებს. ის ვარაუდობს, რომ მომდევნო თვეებში ინფიცირების მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება.

“ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ამ ეტაპზე საკმაოდ რთულია, რადგან ქვეყანაში სხვადასხვა ტიპის ვირუსები ცირკულირებს: ადენოვირუსები, რინოვირუსები, ჰონკონგის გრიპი და კორონავირუსი, რომლის ცირკულირება არცერთ სეზონზე არ შეჩერებულა. ძალიან დიდი რაოდენობით გვყავს ინფიცირებული ადამიანი, ჰოსპიტალიზებულთა რიცხვი ძალიან ბევრია და ამას დაემატება ისიც, რომ დეკემბრის ბოლოს იანვრის დასაწყისში ველით ერთგვარ მატებას, ე.წ. აფეთქებას, რასაც დაემთხვევა სადღესასწაულო დღეები, რომლის დროსაც პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება ყველანაირი რეკომენდაციის დაცვა”, – თქვა ეპიდემიოლოგმა მაია კაშიამ.

რაც შეეხება პრევენციის მეთოდებს, შესაბამისი სიმპტომატიკის გამოვლენის შემთხვევაში ექიმები პაციენტებს თვითიზოლაციისკენ მოუწოდებენ, ასევე გასცემენ პირბადის ტარებისა და ვაქცინაციის რეკომენდაციებს.

წყარო: TV მთავარი

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
  • მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს
  • თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge