TASS-თან ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა, დენის გონჩარმა განაცხადა, რომ რუსეთმა, შესაძლოა, საქართველოსთან პირდაპირი ფრენების განახლება და მისი მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაცია გადაწყვიტოს.
„რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებისთვის პირდაპირი ფრენების აღდგენისა და ვიზალიბერალიზაციის პერსპექტივებს, თუ ამისათვის აუცილებელი წინაპირობები ჩამოყალიბდება – თბილისში არსებული პირობები ცნობილია – ჩვენ არ გამოვრიცხავთ ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას“, – განაცხადა გონჩარმა.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენა 2019 წლის 8 ივლისიდან აეკრძალათ. აკრძალვა ეხებოდა იმ ქართულ ავიაკომპანიებსაც, რომლებიც რუსეთში ფრენებს ახორციელებდნენ.