ამ წუთებში რუსთავი – ლილოს გზაზე საავტომობილო საცობია. მგზავრების თქმით, ქალაქიდან ლილოს მიმართულებით ტრანსპორტის დიდი ნაკადი გადაადგილდება, ამიტომ დანიშნულების ადგილამდე მისვლისათვის ერთ საათზე მეტი დრო სჭირდებათ.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსთავი – ლილოს გზაზე საავტომობილო გადაადგეგიულებისთვის შემაფერხებელ რაიმე კონკრეტული ფაქტს ადგილი არ ჰქონია. სავარაუდოდ, საცობი ლილოს მიმართულებით გაზრდილმა საავტომობილო ნაკადმა გამოიწვია, რაც ახალი წლის მოახლოებას უკავშირდება.
წყარო: “ინფო რუსთავი”