Saturday, May 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

იანვრიდან ავტომობილის შემოწმების კრიტერიუმი მკაცრდება

December 9, 2022
იანვრიდან ავტომობილის შემოწმების კრიტერიუმი მკაცრდება

2023 წლის 1-ელი იანვრიდან, გამონაბოლქვზე ავტომობილის შემოწმების კრიტერიუმი მკაცრდება. კერძოდ, 2020 წლის 1-ელ აპრილამდე რეგისტრირებული, ბენზინზე მომუშავე ავტომობილებისთვის გამონაბოლქვის (CO) ნორმა 0.6%-დან 0.55%-მდე მცირდება.

ამის შესახებ შესახებ ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის თავმჯდომარე გიორგი შიოლაშვილი საუბრობს.

მისი თქმით, შესაბამისი ცვლილება ტექნიკურ რეგლამენტში უკვე შესულია და ის 2023 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება.

„ცვლილება ეხება ბენზინის ძრავზე მომუშავე ავტომობილებს, რომლებიც ქვეყანაში 2020 წლის 1-ელ აპრილამდე დარეგისტრირდნენ. აქამდე ნორმა იყო 0.6%, ეს მკაცრდება და ხდება 0.55%, როგორც მაღალ ბრუნზე, ასევე უქმ სვლაზე“, – განაცხადა გიორგი შიოლაშვილმა.

ამასთან, ცნობილი ხდება, რომ განმეორებითი ტექინსპექტირება ფასიანი, სავარაუდოდ, 2023 წლის თებერვლიდან გახდება – იგეგმება ავტომობილების მომეტებული ხმაურის ინსპექტირებაც.

ტექინსპექტირების პროცესში დაგეგმილი სიახლეების შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას, გიორგი შიოლაშვილმა განმარტა, რომ აღნიშნულ ცვლილებებზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა.

„ჩემი ინფორმაციით, განმეორებითი ტექინსპექტირების შესახებ ცვლილება ძალაში უნდა შევიდეს, თუმცა ეს ჯერჯერობით ტექნიკურ რეგლამენტში ასახული არაა. ვიმედოვნებთ, რომ ეს ცვლილება 1-ელი თებერვლიდან ამოქმედდება.

ასევე, ტექნიკურ რეგლამენტში არსებული ჩანაწერის მიხედვით, შემოღებული უნდა იყოს ხმაურის ინსპექტირება, თუმცა ამ ეტაპზე კონსულტაციები მიმდინარეობს და ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, რა სახით იქნება ეს განხორციელებული. მომატებული ხმაურის ინსპექტირება მოხდება ინსპექტირების პროცესში. ზოგ ავტომობილს სპეციალური „მაყუჩი“ უკეთია, რომელიც ზედმეტ ხმას გამოსცემს. ხმაური დადგენილ ზღვარს თუ გადააჭარბებს, ამ შემთხვევაში დახარვეზდება“, – განაცხადა გიორგი შიოლაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

წყარო: interpresnews.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მითხრეს, რომ აღარ ვჭირდები თეატრს – ირაკლი ჩოლოყაშვილი
  • ჩხუბი და საქმის გარჩევა სკოლის მოსწავლეებს შორის – ნაცემია ერთი მოზარდი
  • ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო – ჩეხეთმა რობერტ ფიცოს 9 მაისს მოსკოვში გამგზავრებისთვის საჰაერო სივრცის გამოყენების ნებართვა მისცა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge