ყოფილი დეპუტატი მარინა მოლოდონი საქართველოს გარდაცვლილ პრემიერს, ზურაბ ჟვანიას დაბადების დღეს ულოცავს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„არ ვიცი რა დავწერო…ყოველ შენ დაბადების დღეზე მგონია , მოვალ და გეტყვი: ზურა, შენი მკვლელები დაისაჯენ ! მაგრამ ამაოდ
…წლები გადის და ალბათ ნივთმტკიცებებიც ქრება ! მეგობრებმა რომ ვერ ვივარგეთ ეგეც ფაქტია ! მე მაინც იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს ქართველი ხალხი გაიგებს სიმართლეს ! დაბადების დღეს გილოცავ ზურა !” – წერს მოლოდინი
შეგახსენებთ, რომ დღეს ზურაბ ჟვანიას დაბადების დღეა. ყოფილ პრემიერს მეგობრები და ახლობლები სოციალურ ქსელში არა ერთ ემოციურ პოსტს ძღვნიან.