ადიგენის მუნიციპალიტეტში მესამე დღეა, რაც დაკარგულ კაცს ეძებენ. ოჯახის თქმით, ელგუჯა ბაქრაძე სახლიდან, სოფელ ხევაშენიდან, 5 დეკემბერს, დაახლოებით დილის 10 საათზე გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა. ახლობლების განცხადებით, 59 წლის მამაკაცი ახალციხის მიმართულებით წავიდა. ოჯახმა დახმარებისთვის პოლიციასაც მიმართა.
ინფორმაციის შემთხვევაში, დარეკეთ ტელეფონის ნომერზე – 579 26 53 65