უკრაინაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის, ჯამბულათ ხოფერიას, მეგობარი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვყენებს და წერს:
“2007 წელია აქ, მეხუთე კლასში ვართ ექსკურსიაზე კახეთში. ხესთან მჯდომი გამოვიჭირე და თავი ფუღუროში ჩავაყოფინე, მაგარი სურათი უნდა გადაგიღო-მეთქი. უარი არ მითხრა და არ მაწყენინა.
დღეს მარტო მეომრებს არ ვტირით, ვტირით შვილებს, ძმებს, მეგობრებს. ყველა მოგონებას ვტირით, რომელიც მათთან გვაკავშირებდა. ვზივარ და ვიღეგენ ისტორიებს, რომლებსაც კლასის შეკრებაზე გავიხსენებდით ერთად. ეხლა მის გარეშე მოგვიწევს მათი მოყოლა. ამ დროს ქვეყნის მმართველი გამოდის და ამ ჩამწვარ გულებში გვაფურთხებს თავისი განცხადებით. ზოგჯერ მართლა სჯობს, რომ არაფერი თქვა” , -წერს ქეთა ბაღაშვილი.