უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედრო გიორგი როინიშვილი ბახმუტთან იმ შეტევის დეტალებს იხსენებს, რომელსაც 5 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა.
მისივე თქმით, მისმა თანამებრძოლებმა 2 შეტევა წარმატებულად, დანაკარგის გარეშე მოიგერიეს, თუმცა მესამე ინტენსიური შეტევის დროს, 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროს თქმით ტერიტორიიდან ცხედრების გამოყვანა ინტენსიური ცეცხლის დროს ფაქტობრივად, შეუძლებელია.
შეგახსენებთ, 3 დეკემბერს ბახმუტთან კიდევ 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. 24 თებერვლიდან დღემდე, უკრაინაში რუსეთის ომს, 33 ქართველის სამხედროს სიცოცხლე შეეწირა.
ვიდეო: მთავარი არხი
