უკრაინაში დაღუპულ ერთ-ერთი მებრძოლი როლანდ კვარაცხელიაა, იგი აფხაზეთიდან დევნილია და ოჯახთან ერთად ფოთში, დევნილთა დასახლებაში ცხოვრობდა. მისი ძმაც ომს შეეწირა. ის აფხაზეთში, 16 წლის ასაკში გარდაიცვალა.
თავად რომეო კვარაცხელიაც აფხაზეთის ომის მონაწილე იყო. იგი უკრაინაში ომის დაწყებიდან პირველივე დღეებში იბრძოდა.
„კურიერი“ დაღუპული მებრძოლის მამასა და ახლობლებს ესაუბრა.
“ვეუბნებოდი, არ მინდა მეორე შვილის სიკვდილი ვნახო-თქო… ” – ამბობს დაღუპული მებრძოლის როლანდ კვარაცხელიას მამა.
“ნამდვილი პატრიოტი იყო. უყვარდა მეგობრობა, მეზობლობა, თავისი ერი. იბრძოდა საწყალი. ვერ იტანდა უსამართლობას. 19 წლის ასაკში აფხაზეთში იბრძოდა,” – ამბობს როლანდ კვარაცხელიასახლობელი თამაზ პაპავა.
“ორივე შვილი დაეღუპა მამას და დარჩა მოხუცი კაცი ასე. ერთი აფხაზეთში ბავშვობაში და იქაა დამარხული, ახლა მეორეც…” – აცხადებს როლანდ კვარაცხელიას ახლობელი დავით ფაცია.
შეგახსენებთ, გუშინ ქართველი მებრძოლები ბახმუტის მიმართულებაზე დაიღუპნენ. სავარაუდოდ, ისინი „კადიროველების” ჩასაფრებაში მოჰყვნენ.