პარტიზანი მეომრების მეთაური, დავით ქუქჩიშვილი მედიასთან კომენტარს აკეთებს და კადრებს ავრცელებს, სადაც ჩანს რა ხდება რუსებით გარშემორტყმულ ტერიტორიაზე.
ქართველი მეომრები დაღუპული 5 გმირის ცხედრის გამოსვენაბას საომარი ადგილიდან ამ წუთებში ცდილობენ. ქართველი სამხედროების თქმით, ვითარება ქალაქში ამ დრომდე ძალიან მძიმეა და ოკუპანტები ბახმუტს ინტენსიურად ბომბავენ.
“ახლა ვართ ქალაქ ბახმუტის მისადგომებთან, სადაც არიან ჩვენი დაღუპულები. გამოსაყვანად შევედით და დაჭრილი გვყავს, ვერ გამოვიყვანეთ ომი იყო. დაგვცხეს, გაგვანადგურეს. გამოვედით უკან, უნდა დავისვენოთ და ისევ შევიდეთ. ქალაქ ბახმუტი ჩვენია, ქალაქ ბახმუტის შემოგარენზე არიან მომდგრები ერთ მხარეზე. ბახმუტი ქალაქი ჩვენია, ჩვენ ვაკონტროლებით”,- ამბობს დავით ქუქჩიშვილი.
ქართველი მეომრები ამბობენ, რომ ახლა ყველაფერს აკეთებენ, რომ დაღუპული თანამებრძოლების ცხედრების გამოყვანა შეძლონ.
წყარო: მთავარი არხი