ბლოგერი, გურამ შეროზია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ისიც ჩვეულებრივი მოკვდავია და მასაც აქვს ნაკლი.
“კი, თუ ცუდად ვწევარ, ან ნასვამი ვარ – ვხვრინავ ხმადაბლა, ხელით ჭამაც მიყვარს, როცა ღამის 4-ზე ინტერვიუზე ავყავართ – ვამთქნარებ კიდეც, დანა-ჩანგალი უკუღმა მიჭირავს, ცეკვაში ტლანქი ვარ, მაგრამ მაინც ვცეკვავ, როცა მეცეკვება, ფოთიდან ჩამოვედი და ამით ვამაყობ, ჩემი მეგრელობითაც და მოკლედ, როგორც ერთ მოკვდავ ადამიანს – ბევრი ნაკლიც მაქვს.
იუმორში გატარებულ ლანძღვაზე ვისაც გეცინებათ და “waimee ra saxvarlad xumroob-ო” უწერთ შეფარულ მოჭორავეებს – ტაშიი, ნამდვილად სწორ მხარეს დგახართ არაფერი პირადული”, – წერს ბლოგერი.
