Friday, August 22, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„აღარც ველოდი, რომ გაგრძელდებოდა… როგორც იქნა, ვიწყებთ” – სერიალის გადაღება, რომელსაც მაყურებელი ამდენი ხანია ელოდება, იწყება

December 1, 2022
„აღარც ველოდი, რომ გაგრძელდებოდა… როგორც იქნა, ვიწყებთ” – სერიალის გადაღება, რომელსაც მაყურებელი ამდენი ხანია ელოდება, იწყება

„ფორმულა კრეატივის” შემოქმედებითი ჯგუფი დღეს პირველად შეიკრიბა და „ხელოვნურის სუნთქვის” გადაღების დაწყება დაგეგმა. სერიალის ფეისბუქ გვერდზე შეხვედრის ამსახველი ფოტო გაზიარდა.

მაშ ასე, ექვსწლიანი პაუზის შემდეგ, „ხელოვნური სუნთქვა” მესამე სეზონით ბრუნდება.
„აღარც ველოდი, რომ გაგრძელდებოდა... როგორც იქნა, ვიწყებთ" - სერიალის გადაღება, რომელსაც მაყურებელი ამდენი ხანია ელოდება, იწყება

სერიალს ამჯერად ონლაინ კინოთეატრ Cavea + -ზე ვიხილავთ.

“ხელოვნური სუნთქვის” მსახიობებს ლევან ყოჩიაშვილი შეუერთდა.

ლევან ყოჩიაშვილი: სცენარი მზადაა, ჩვენ ვემზადებით. სერიალის ეს სეზონი Cavea + ის დაკვეთით უნდა გადავიღოთ, შესაბამისად ყველაფერს ისინი წყვეტენ, როდის გავა და ასე შემდეგ.

ჯერ ვერ გეტყვით, რა როლს ვთამაშობ. თან ვლაპარაკობ, თან ვერ ვლაპარაკობ. გაგიმხელთ იმას, რომ ამ სერიალში ჩემთვის საყვარელი მსახიობები თამაშობენ. “ხელოვნური სუნთქვის” მაყურებელი გახლდით, მომწონდა, ვგულშემატკივრობდი. მსიამოვნებს ეს სიახლე ნამდვილად.

„აღარც ველოდი, რომ გაგრძელდებოდა... როგორც იქნა, ვიწყებთ" - სერიალის გადაღება, რომელსაც მაყურებელი ამდენი ხანია ელოდება, იწყება

რუსკა ქარქაშაძე: – დიდი ხანი ველოდი ამ სერიალის გაგრძელებას. სულ მქონდა იმედი, რომ ისევ აღმოვჩნდებოდი “ხელოვნური სუნთქვის” გადასაღებ მოედანზე. სულ მიდიოდა ამაზე საუბარი. როგორც იქნა, ვაგრძელებთ გადაღებას. ბევრი ახალი პერსონაჟი გვეყოლება, ბევრი ახალი ამბავი მოხდება. მე მგონი, ძალიან საინტერესო უნდა იყოს. წინა სეზონებზეც არა ნაკლებ საინტერესო. ახალი სცენარი ბევრი ახლის გაკეთების საშუალებას მაძლევს. იმ კვირიდან ვიწყებთ და გვიხარია ყველას.

„აღარც ველოდი, რომ გაგრძელდებოდა... როგორც იქნა, ვიწყებთ" - სერიალის გადაღება, რომელსაც მაყურებელი ამდენი ხანია ელოდება, იწყება

ეკა დემეტრაძე: – გულწრფელი რომ ვიყო, აღარც ველოდი, რომ გაგრძელდებოდა. მაგრამ აი, დავიწყეთ და ძალიან გამიხარდა. ჩემთვის ჩემს პერსონაჟზე მუშაობა ძალიან საინტერესო იყო. კიდევ უფრო საინტერესოა თავიდან გაცოცხლება და ახალი ცხოვრების დაწყება. რთულია და მეტი პასუხისმგებლობაა. მოლოდინი თითქოს უფრო მეტია, ვიდრე ახალზე. დიდი ამბავი მოჰყვა ნიუსს, რომ სერიალი უნდა გაგრძელებულიყო. მივხვდით, რომ დიდია მოლოდინი.

სცენარის ნაწილი, რაც წავიკითხე ძალიან საინტერესოა. ბევრი ხაზი და პერსონაჟი შემოდის. ახალი ეტაპი ჩემს კარიერაში ძალიან მახარებს.

„აღარც ველოდი, რომ გაგრძელდებოდა... როგორც იქნა, ვიწყებთ" - სერიალის გადაღება, რომელსაც მაყურებელი ამდენი ხანია ელოდება, იწყება

წყარო: “პრაიმტაიმი”

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მისი ადგილი არასდროს შეივსება”- რას წერენ თანამშრომლები ტრაგიკულად დაღუპულ მარიამ დოხნაძეზე
  • “შეძელი მთელი საქართველოსათვის შეგეყვარებინა თავი”- ახლახანს სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა
  • წყალი 12 საათით შეწყდება – გადაამოწმეთ მისამართები

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge