თბილისში მოკლული, ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე სასამართლოს მიმდინარეობის პროცესს ეხმაურება და აცხადებს, რომ იბრძვის იმისთვის, რათა ქვეყანაში სხვა ნიჭიერი ახალგაზრდები გადარჩნენ.
ყოველ დღე, პროცესის წინ და ისედაც, ძალიან მიჭირს, მაგრამ ჩემს მონატრებას ამით ვებრძვი, რომ ვნახულობ ჩემი შვილის დახვრეტის კადრებს და დამხვრეტი იყო ჭელიძე და დედა, რომელმაც ჭელიძე გაზარდა, ის დედა არ არის.
მადლობა უნდა გადაგიხადოთ ყველას. რომ არა თქვენ და რომ არა გაშუქება ყველაფერი ამის, ალბათ, ეს საქმე ისე ჩაიფარცხებოდა, როგორც არაერთი.
მკვლელმა კავილაძემ იმდენად გააშიშვლა მეფეც და იმდენად გააშიშვლა თავისი თავიც, ხელის გულზე დადო, მოუწოდა ვიღაცას, ვინც მუშაობს პარლამენტში, მოუწოდა ახალგაზრდა,ს, რომელსაც დატოვებული აქვს ქვეყანა და არის სადღაც. თუ არ მიშველით და არ დამიხსნით აქედან, ყველას სათითაოდ დაგადებთ ხელსო.” განაცხადა იზა ომაძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სადაც დღეს მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულების, აკო ჭელიძისა და გიორგი კავილაძის სასამართლო პროცესი იმართება.
შეგახსენებთ, რომ თბილისში 15 სექტემბერს “კრიმინალური ავტორიტეტის” გია კვარაცხელიას შვილი, პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელი, 22 წლის ნიკო კვარაცხელია ჩაცხრილეს. მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს. ნიკო კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ბრალდებით,სამართალდამცველებმა გიორგი კავილაძე და აკო ჭელიძე დააკავეს.