Friday, April 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მოდით ჩემს საფლავზე, მომიყევით თქვენს გასაჭირზე და დაგეხმარებით ყველას – 1 დეკემბერს მამა ვიტალის გარდაცვალების დღეა

December 1, 2022
მოდით ჩემს საფლავზე, მომიყევით თქვენს გასაჭირზე და დაგეხმარებით ყველას – 1 დეკემბერს მამა ვიტალის გარდაცვალების დღეა

1 დეკემბერს თანამედროვე დიდი მოღვაწის –  მამა ვიტალის გარდაცვალების დღეა.

ამბავი დიდი მოღვაწის – მამა ვიტალის შესახებ. ეცადეთ, ყველამ წაიკითხოთ მისი ცხოვრების ეს მოკლე

“თქვენ არ იცით, ვინ დავკარგეთ” – ილია მეორე მამა ვიტალის შესახებ.

მამა ვიტალი (სიდორენკო) დაიბადა 1928 წელს. მისი დედა  ჯერ კიდე მისი მუცლად ტარებისას, ასე ლოცულობდა: “ღმერთო, ისეთი ბავშვი მომეცი, რომელიც სასურველი იქნება შენთვისაც და ადამიანებისთვისაცო “

მან სიზმარში ორი ნათელი მზე იხილა და გაუკვირდა: “საიდან ორი მზე” პასუხად ჩაესმა: “ერთი მზე შენს საშოშია” რვა დღის ჩვილი ნათლობისას იღიმებოდა, ემბაზში კი ფეხზე დადგა.

“ეს ბავშვი დიდი ადამიანი იქნება”. სახლში დედას ჩვილის აკვანთან ხშირად ესმოდა ანგელოზთა საოცარი გალობა. გადმოცემის თანახმად, ყრმა ვიტალი ხორცს საერთოდ არ იღებდა, ხოლო ოთხშაბათს და პარასკებ რძესაც არ აკარებდა პირს.

1969 წელს მამა ვიტალი თბილისში ჩამოვიდა და ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში მივიდა

მისთვის საქართველო ყოველთვის “წმიდა ივერია” იყო. სამოქალაქო ომი 30 წლით ადრე იწინასწარმეტყველა. მონაზონთა თქმით, თბილისს ყოველ საათს ოთხივ კუთხით აკურთხებდა და უფალს მის დაცვას ევედრებოდა. აფხაზეთის ომამდე რამდენიმე წლით ადრე აფრთხილებდა გარშემო მყოფთ: “იქნება მიწაზე საშინელი სისხლისღვრა, ძმათა კვლა, შიმშილი. ნუ გადააგდებთ საჭმელს, რადგან მაშინ ნარჩენებითაც კმაყოფილნი იქნებით.

1992 წელს ძმათამკვლელი ომის დროს მამა ვიტალიმ გაამკაცრა მარხვა და ლოცვა. მთელ დღეებს მდუმარებასა და ლოცვაში ატარებდა. საღამოობით ანთებდა უამრავ სანთელს. მუხლს მოიდრეკდა ცივ ქვაზე, რომელიც საგანგებოდ ლოცვისათვის შეიტანა სენაკში და უფალს ავედრებდა საქართველოს.

იგი დიდად აფასებდა მის თანამებრძოლს სულიერ ბრძოლაში – მამა გაბრიელს, ამბობდა ხოლმე: “გაბრიელ ბერი – უდიდესი ბერია”.

მამა ვიტალი 1992 წლის 1 დეკემბერს გარდაიცვალა. მან თავისი გარდაცვალების შესახებ წინასწარ იცოდა.

მასთან ხშირად მიდიოდა უწმიდესი და უნეტარესი ილია II. გარდაცვალების შემდეგ ცხედარი დაასვენეს წმიდა კეთილმორწმუნე მეფის, ალექსანდრე ნეველის ტაძარში.

მიცვალებულს წესი პატრიარქმა ილია II-მ აუგო. როდესაც მამა ვიტალისთვის მიტევების ფურცელი უნდა ჩაედოთ ხელში, ყველამ დაინახა, როგორ გაშალა ხელი გარდაცვლილმა, ფურცლის ჩადების შემდეგ კი ისევ შეკრა.

მამა ვიტალი მთელი თავისი სიცოცხლე უფალს და ხალხს ემსახურებოდა. ასეა დღემდე. მონაზონთა გადმოცემით, მას უთქვამს “მოდით ჩემს საფლაზე, თქვენს გასაჭირზე მომიყევით, როგორც ცოცხალს და დაგეხმარებითო”

მამა ვიტალი დასაფლავებულია თბილისში, ალექსანდრე ნეველის ტაძრის ეზოში, დღესაც უამრავი ადამიანი აღნიშნავს, რომ მამა ვიტალი ბევრჯერ დახმარებია.

მის საფლავზე ყოველდღიურად მიდიან მორწმუნენი, მიაქვთ ყვავილები, ანთებენ სანთლებს და ლოცულობენ..

მამა ვიტალი, დამეხმარე! მამაო, შემეწიე!“ – უხმობენ სულიერი შვილები და არა მხოლოდ ისინი და მწუხარება განქარდება, სული სიხარულით ივსება და სულიერი თუ ფიზიკური სნეულებანი იკურნება.

მამა ვიტალი მასთან მისულ ყველა ადამიანს ტკბილეულით უმასპინძლდებოდა, იგი განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მოწყალებას, ყველას მოუწოდებდა, ვისაც როგორ შეეძლო, გაეღოთ მოწყალება, ხშირად ამბობდა – ყოველი სიკეთე უკან დაგიბრუდებათ, ღმერთი მოგაგებთ უხვ წყალობას.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მოსამართლე ცეკვავამ ანუკი ჩრდილელი 2 დღიან პატიმრობაში გაუშვა
  • “აქტუალ მედიამ“ მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის ნოველა II-ის გადაღება დაიწყო
  • “თქვენ თვლით თუ არა თავს დამნაშავედ, ლევან ხაბეიშვილის დანაშაულში, რომელიც აწამეს, თქვენ ეს კადრები გქონდათ ნანახი და ხმა არ ამოგიღიათ” – მარიამ დოლიძის მიმართვა მდინარაძეს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge