Monday, May 26, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home ემიგრაცია

რა ელით ქართველ არალეგალებს თურქეთში – ახალი რეგულაცია 14 ივლისიდან ამოქმედდება

July 14, 2020
რა ელით ქართველ არალეგალებს თურქეთში – ახალი რეგულაცია 14 ივლისიდან ამოქმედდება

თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში განცხადებას ავრცელებს. საელჩოს ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკის მთავრობისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის მართვის გენერალურმა დირექტორატმა მიიღო ახალი რეგულაცია, უცხოელთა ქვეყანაში ყოფნის ლეგალურ ვადებთან დაკავშირებით.

„ახალი კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, აღნიშნული რეგულაცია აქამდე ძალაში არ შესულა, თუმცა, როგორც ახლახან გახდა ცნობილი, რეგულაცია ძალაში შედის ხვალიდან, 14 ივლისიდან“, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

საელჩო ავრცელებს ამ რეგულაციის თარგმანს ქართულ ენაზე, რომლის მიხედვითაც:

მიუხედავად იმისა, დარღვეული აქვთ თუ არა თურქეთში ლეგალურად ყოფნის ვადები, ქვეყნის დატოვების შემთხვევაში, თურქეთის რესპუბლიკაში შესვლის აკრძალვა არ ვრცელდება შემდეგ პირებზე:

3 თვემდე (არა 3 თვის ჩათვლით) ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის ვადის დამრღვევ უცხოელებზე, რომლებიც თურქეთის შესაბამისი ორგანოების ჩარევის გარეშე, საკუთარი ნებით კვეთენ სასაზღვრო გამშვებ პუნქტს და იხდიან №492 სამართლებრივი ჯარიმების შესახებ კანონით განსაზღვრულ ფულად ჯარიმას;
3 თვემდე (არა 3 თვის ჩათვლით) ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის ვადის დამრღვევ უცხოელებს, რომლებსაც ქვეყნის შესაბამისი უწყების მიერ მიეცათ გაფრთხილება და განესაზღვრათ ვადა ქვეყნის დასატოვებლად და რომლებიც აღნიშნული დამატებითი ვადის პერიოდში საკუთარი ნებით კვეთენ სასაზღვრო გამშვებ პუნქტს და იხდიან №492 სამართლებრივი ჯარიმების შესახებ კანონით განსაზღვრულ ფულად ჯარიმას;

იმ პირების მიმართ, რომლებსაც დარღვეული აქვთ თურქეთში ლეგალურად ყოფნის ვადები და ქვემოთ მოცემული პირობების გათვალისწინებით ტოვებენ ქვეყანას, მიღებულ იქნება 1 თვიდან 5 წლამდე ქვეყანაში შესვლის აკრძალვის გადაწყვეტილება:

3 თვეზე მეტი (3 თვის ჩათვლით) თურქეთში ლეგალურად ყოფნის ვადის დამრღვევ უცხოელებს, რომლებიც თურქეთის შესაბამისი ორგანოების ჩარევის გარეშე, საკუთარი ნებით კვეთენ სასაზღვრო გამშვებ პუნქტს და იხდიან №492 სამართლებრივი ჯარიმების შესახებ კანონით განსაზღვრულ ფულად ჯარიმას, მათთვის თურქეთის რესპუბლიკაში შესვლის აკრძალვის სქემა შემდეგნაირადაა განსაზღვრული:

• 3 თვიდან 6 თვემდე ვადის დარღვევა – 1 თვის ვადით აკრძალვა;
• 6 თვიდან 1 წლამდე ვადის დარღვევა – 3 თვის ვადით აკრძალვა;
• 1 წლიდან 2 წლამდე ვადის დარღვევა – 1 წლის ვადით აკრძალვა;
• 2 წლიდან 3 წლამდე ვადის დარღვევა – 2 წლის ვადით აკრძალვა;
• 3 წელზე მეტით ვადის დარღვევა – 5 წლის ვადით აკრძალვა.

იხილეთ ვრცლად..

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა მეყოფა, ახლა კიდევ გიორგი გაბუნიაზე და დეა მამისეიშვილზე რომ არ ავიღო” – ნიკა გვარამია
  • წყალი რამდენიმე საათით შეწყდება – ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge