პრაიმჰაუსის პირველი სეზონის მონაწილეს, სალომე კაპანაძისა და წუპაკას დაშორების ისტორიამ საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია – შეიძლება ითქვას, რომ წყვილის დაშორება ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული ამბავია.
წყვილმა ერთმანეთს რეპი მიუძღვნა – აღნიშულმა საზოგადოების ნაწილში აგრესია გამოიწვია, ნაწილის- მოწონებაც კი დაიმსახურა.
დაშორების შემდეგ სალომე კაპანაძე პირველად ია ფარულავას გადაცემას ესტუმრა – როგორც ანონსიდან ირკვევა, ის წუპაკას სიყვარულზე საუბრობს, რომელიც მტრობაში გადაიზარდა, ასევე იტყვის მათი დაშორების რეალურ მიზეზსაც და სხვა საიდუმლოებებსაც.