“მეტრონომმა” წინასაახალწლო რიტუალებთან დავაშირებით ეზოთერიკოს ანზორ ოდიშარიასთან ჩაწერა ინტერვიუ. ექსტრასენსმა ფინანსების მოსაზიდ რიტუალებზე ისაუბრა, რომელიც ახალი წლის ღამეს ყველა ოჯახმა უნდა შეასრულოს.
“არის მანდანირის ფოთოლი, რომლის საფულეში ტარება განაპირობებს ფინანსური კეთილდღეობის მოზიდვას. სახლშიც სასურველია გვქონდეს ერთი ფურცელი, რომელსაც დავაწერთ შემდეგ სიტყვებს – ფული მოდის, შემოსავალი იზრდება.
გარდა ამისა ზუსტად 12 საათზე ახალი წლის შემოსვლისას, როცა ყველგან ჟრიამულია, შეგვიძლია თეფშის ქვემოთ თითო კუპიურა ამოვდოთ, მაგალითად 5 ლარი. შემდეგ ყველა ოჯახის წევრი ამას აიღებს და გადაიტანს საფულეში. ეს თანხა არ უნდა დაიხარჯოს მთელი წლის განმავლობაში. ახალ წელს დამუხტული ფინანსური კუპიურა უნდა იყოს შენახული. შესაძლებელია ამ თანხის ბარათზე გადატანა მათთვის, ვინც ფულს კუპიურების სახით არ ატარებს.” – აღნიშნა ანზორ ოდიშარიამ.