Monday, December 15, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ყველაფერში ვამხილე პატრიარქი და თითის ქნევით დამემუქრა…დაიწყო დევნა -შევიწროვება “-ქრისტეფორე წამალაიძის წერილი

November 29, 2022
“ვამხილე პატრიარქი… პედოფილმა მღვდლებმა ჯერ ავარია მომიწყვეს, შემდეგ მომწამლეს” – ქრისტეფორე წამალაიძის წერილი

მარგვეთის ეპარქიის ყოფილი მღვდელმთავრის, ქრისტეფორე წამალაიძის წერილს დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს:

“ილია მეორის მიერ დევნილ და დასჯილ ეპისკოპოსის, მეუფე ქრისტეფორე წამალაიძის განცხადება:

“1979-80 წლებში, მე ვიყავი ქორეპისკოპოსი და უაღრესად ნათლად დავინახე რა ფორმებით ხრწნიდა ათეისტური კაგებე და მისგან ეკლესიაში შემოგზავნილი აგენტურა, განსაკუთრებით პედოფილი მღვდელმთავრები ჩვენს ეკლესიას!

ყოველივე ამის შესახებ საპროტესტო ხმა ავიმაღლე საჯაროდ, როგორც სიტყვიერად ისე ოფიციალური წერილებით!

ამის გამო დამიპირისპირდა სინოდის თითქმის ყველა წევრი პატრიარქის ჩათვლით!

პატრიარქი თითის ქნევით დამემუქრა და მას შემდეგ დაიწყო ჩემი არნახული დევნა-შევიწროვება!

ყველაფერში ვამხილე პატრიარქი და წერილობით მოვითხოვე ქორეპისკოსის თანამდებობიდან ჩემი განთავისუფლების შესახებ!

სრულყოფილად შევიცანი და შევისწავლე პატრიარქი, მისი ბუნება და მისი მართვის მეთოდები!

არა მხოლოდ პატრიარქი დამემუქრა, არამედ რელიგიის რწმუნებული გივი შალვას-ძე მაისურაძე და ედუარდ შევარდნაძე!

ჯერ ავტოავარია მომიწყვეს, დავიმტვერი, მაგრამ სასწაულებრივად გადამარჩინა უზენაესმა ღმერთმა, შემდეგ მე და ჩემი მძღოლი იური ბაბაშვილი მოგვწამლეს სოფ. ბარდუბანში, დემურ ბარდაველიძის ოჯახში..

უზენაესმა ღმერთმა, პროფესორმა ნინო მგელაძემ და ექიმებმა, ხუტა პაჭყორიამ და ზურაბ ენუქიძემ სიკვდილს გამოსტაცეს ჩემი თავი!

პედოფილი მღვდელმთავრების მიერ დაიგეგმა ჩემი ლიკვიდაცია, ამის შესახებ ჩემს დედობილს საიდუმლოდ მიაწოდა ინფორმაცია მორწმუნე პიროვნებამ, მან თანხის რაოდენობაც კი უთხრა დედობილს, უკვე გადახდილი ჩემი ლიკვიდაციისთვის 150 000 მანეთი!

შეტყობინებისთანავე წამოვედი შუა ღამით, რომ არავის გაეგო და მეტეხში გავჩერდი ერთი თვე, მანქანაც მეტეხში მყავდა.

გვიან საღამოთი გამომიარეს ჩემმა ახლობლებმა და თავიანთი მანქანით წამიყვანეს თბილისში!

ღამით თურმე ავის მზრახველებმა მთელ სოფელში გამორთეს ელექტრო შუქები და ყაჩაღები შუაღამისას თავს დაესხნენ შენს ოჯახს, თითქოს ძარცვის მიზნით, ამ დროს ოჯახს ჰქონდა მხოლოდ 3 მანეთი, მომხდურები უთენია დილამდე არ მიდიოდნენ, მეუღლეს ეჩხუბებოდნენ და სთხოვდნენ ეთქვა სად ვიყავი მე !

მომხდურმა სილა გააწნა მეუღლეს, გამწარებული მეუღლე ყელში სწვდა შეურაცხმყოფელს და ფრჩხილებით დასერა მისი ყელი, ტკივილმიყენებულმა მომხდურმა მეუღლეს ხელები ხანჯლით დაუსერა!

ეს მოხდა 1983 წელს.

შემატყობინეს მომხდარის შესახებ და სასწრაფოდ დავბრუნდი მეტეხში, მეუღლე ნაცემი და საკმაოდ სისხლდაკარგული საავადმყოფოში დაეწვინათ!

კასპის რაიონის მთავარი გამომძიებელი იყო მეუღლის ალალი მამიდის შვილი შოთა თაბუაშვილი, მოიძიეს ყველა საეჭვო პიროვნება, მეუღლემ უთხრა გამომძიებელს მომხდურს ყელზე აუცილებლად ექნება ჩემი ფრჩხილებით მიყენებული ნაკაწრებიო, მართლაც სიცხეში ყელზე შემოხვეული “კაშნით” მიაგნეს, მოჭიდავე, შავი სამყაროს წარმომადგენელ ამირან იაძეს, ზედმეტ სახელად “გუძას”, მან თავის თანამზრახველები ვინებიც თავდასხმის დროს თან ახლდა არ გასცა, მიუხედავად დიდი ზეწოლისა, მას მიუსაჯეს 12 წლით პატიმრობა!

როგორც ციხიდან გამოჟონილი ინფორმაციით შევიტყვეთ, გუძას უთქვამს , თუ მალე ციხიდან არ გამიყვანენ ყველაფერ სიმართლეს ვიტყვიო!

ამ სიტყვის თქმის რამდენიმე დღის შემდეგ გუძა ციხეში სიცოცხლეს გამოასალმეს!

ყოველივე ინფორმაცია ჩემს ხელთ არსებული გავაცანი ჩემს უახლოეს მეგობარ მღვდელმთავრებს, მეუფე შიოს და ამბროსის!

მოვითხოვეთ სინოდის კრების მოწვევა, სადაც უნდა განხილულიყო პედოფილებისა და აგენტების საკითხი, მაგრამ პატრიარქმა ყველაფერი საშუალება გამოიყენა, რათა სინოდის კრება არ ჩატარებულიყო ამ საკითხთა შესახებ!

დაიწყო ისევ ჩვენი გაათმაგებული დევნა-შევიწროვება!”

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თქვენ ხომ გყავთ თქვენი პრეზიდენტი, მას სთხოვეთ და იქნებ შეიწყალოს ის პატიმრები – მიხეილ ყაველაშვილი ჟურნალისტს
  • ბათუმში, მიუსაფარი ძაღლი კორპუსიდან, სავარაუდოდ, გადმოაგდეს
  • ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge